დეპურერბე / depurerbe

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დეპურერბე / depurerbe-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დეპურერბე / depurerbe-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
კომბინირებული ჰეპატოპროტექტორული პრეპარატი ბუნებრივი გზით  ღვიძლის  ფუნქციის გასაძლიერებლად, ტოქსინების გასანეიტრალებლად და ანტიოქსიდანტური ეფექტის მისაღებად.


დეპურერბე / depurerbe აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენელი კომპონენტები:

2 ტაბლეტი შეიცავს (დღღამური დოზა):
ბაყაყურა  (Silybum marianum) ტიტრირებული 2% სილიმარინამდე 160 მგ
ქოლინის  ბიტარტრატი 200 მგ
L-მეთიონინი 80 მგ
ინოზიტოლი 80 მგ.
არტიშოკის ფოთლის ფხვნილი 400 მგ.
ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი,  ტიტრირებული. 2%120 მგ.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ.  B6 ) 2 მგ.
დამხმარე ნივთიერება; შემავსებლები: კალციუმის ფოსფატი,ჰიდროქსი პროპილეცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ანტიაგლომერანტები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსველები: ჰიდროქსიპროპილმეტილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელუ -ლოზა,სტეარინის მჟავა. ნატურალური საღებავები: დიოქსიდ ტიტანი,რიბოფლავინი,სპილენძის კომპლექსი.
არტიშოკი  – აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს. ანეიტრალებს ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას ორგანიზმში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების მოქმედებას. დადებით გავლენას ახდე საჭმლის მონელებელი სისტემის და ღვიძლის ფუნქციაზე, აფერხებს ნწლავებში  აირწარმოქმნის პროცესს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა   (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზსს)
ქოლინი (ვიტ.B4)   ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა მემბრანოპროტექტორული, ანტიათეროსკლერო- ზული, ნოოტროპული, ანტიდეპრესიული მოქმედებით.   ის აჩქარებს ალკოჰოლის, ვირუსების, ტოქსიური ნივთიერებების, ინფექციური აგენტების ზემოქმედებით დაზიანებული ღვიძლის რეგე- ნერაციის პროცესს, აფერხებს ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნას.  ასევე მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში, რითც ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინების დონეს, ააქტივებს ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის პროცესს, რაც დადებით გავლენას ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზაციაზე.  ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციას სისხლში, მონაწილეობას იღებს ნახშირწყლების ცვლაში, ახდენს ბეტა უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას,   რითიც უზრუნველყოფს შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში.
ბაყაყურა  (Silybum marianum) წარმოადგენს ფლავონოიდების და ფლავონოლიგნანების კომპლექსს, ანტიოქსიდანტური,ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს.
L-მეთიონინი   მიეკუთვნება ესენციურ ამინომჟავებს, რომელიც მონაწილეობს ქოლინის, ფოსფოლიპი- დების, ყველა გოგირდ შემცველ ამინომჟავის, ადრენალინის, კრეატინის, ციანკობალამინის, ასკორბინის, ფოლის მჟავას, მთელი რიგი ჰორმონებისა და ფერმენტების  სინთეზში,  ასევე ახდენს ნეიტრალური ცხიმების მობილიზაციას ღვიძლიდან-ლიპოტროპული ეფექტი. ამცირებს მემბრანების ფოსფოლიპიდების დაზიანებას, მონაწილეობას იღებს დეზინტოქსიკაციის პროცესში,ინოზიტოლი (ვიტამინი B8)   მონაწილეობას  ინსულინის, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის რებალანსირებაში, გააჩნია ლიპოტროპული ეფექტი, ის მნიშვნელოვანი კომპონენტია უჯრედის მემბრანის და მიელინის.მისი დაბალი შემცველობა იწვევს დეპრესისი განვითარებას             ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი -აუმჯობესებს გასტროინტესტინალური ტრაქტის ფუნქციას, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ფუნქციონირებას, გააჩნია სუსტი საფაღარათო მოქმედება ანტიტოქსი- ური, ანტიჰელმინთური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება   პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ.  B6 ) წარმოადგენს  წყალში ხსნად  ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმის კოფერმენტის.

ჩვენებები:
კუჭნაწლავის ტრაქტის კომპლექსურ თერაპია, ქრონიკული ინტოქსიკაცია. ადიუვანტური თერაპია ჰიპერქოლესტერინემიის, ღვიძლის ციროზის, ჰეპატიტის, ჰეპატოსტეატოზის, ქოლეცისტიტის მკურნალობისას. დიაბეტის, წონის კლების პროგრამის დროს, ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღებისას

მიღების წესი და დოზირება:  2 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.

უკუჩვენება:
არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს,
სიფრთხილით ინიშნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.
არ შეიცავს:  გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.

სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს კლინიკური მონაცემები აქტიური ინგრედიენტების ტერატოგენული ეფექტისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №45
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ESI s.p.a. იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook