დესიგრა / Desigra

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
Epimedium, Condonopsis Pilosula, Eucommia Ulmoides,Cuscuta Japonica, Angelica Sinensis, Schisandra Chinensis, Herba Cistanche,Rehmannia Glutinosa, Achirenthes Bidentata Blume, Atractylodes Macrosephala, Rosa Laevigata, Cinnamomum Cassia,Cornus officinalis,Dioscorea Opposita,Fructus Lycii, Astragalus Membranaceus, Poria Cocos, Glycyrrhiza Glabra,Radix Polygalae, Rubus Parvifolius,Semen Biotae Orientalis, Zizyphus Jujube Lam, Radix Polygoni Multiflori, Gingko Biloba, Radix Paeoniae Alba etc.

აღწერილობა
კაფსულა თეთრი ფერის კორპუსი ცისფერი ფერის თავსახურავით,მოყვითალო-მოყავისფრო ფხვნილით

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადრენალინის, ნორადრენალინის, დოფამინისა და სეროტონინის დონის ამაღლებით იწ ვევს მამაკაცის სასქესო ჰორმონების ზრდას, პენისის კავერნოზულ სხეულში სისხლის მიწოდების გაძლიერებას, ერექციასა და განმეორებითი ერექციის წარმო შობას. ფერმენტ გუანილატციკლაზას გააქტივებით ციკლური გუანოზინ მონო ფოსფატის (cGMP)
რაოდენობა მატულობს, სწორი კუნთები დუნდება, კავერნები და არტერიები სისხლით
ივსება. ვითარდება ერექცია.  ფოსფოდიესთერაზული ენზიმის PDE5-ის ინჰი ბირებით, cGMP-ის კონცენტრაცია იზრ დება და პროცესი ხანგრძლივდება. ნეირომედიატორების რაოდენობა მატულობს, ხდება სექსუალური ცენტრის აგზნება.

ჩვენება
სხვადასხვა ეტიოლოგიის ერექციული დისფუნქცია, სხვადასხვა ეტიოლოგიის  პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის სხვა დაავადებები.

 მიღების წესი და დოზირება
2 კაფსულა ერთჯერადად სექსუალურ აქტამდე 2 საათით ადრე.
თერაპიული კურსის პერიოდში 2 კაფსულა 1 ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში
პრეპარატის შემდგომი მიღებისას უნდა დავიცვათ 24 საათიანი ინტერვალი.
გამოიყენება 18-65 წლის ასაკის მამაკაცებში.
 
ჭარბი დოზირება
მკურნალობა სიმპტომურია.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
სიფღთხილით ინიშნება გულის დაავადებების  და ჰიპერტენზიის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სიფრთხილით ინიშნება შარდმდენებთან ერთად.

შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25ºC- მდე               ტემპერატურის პირობებში.

ვარგისანობის ვადა
2 წელი
ვარგიაისანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება!
გამოშვების ფორმა: 550მგ კაფსულა №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ჰერბალ პრეპარატი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook