დექსოლი – DEXOL

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დექსოლი – DEXOL-ის საერთაშორისო დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი, დექსტროზა/ NATRIUM CHLORIDE; DEXTROSE

დექსოლი – DEXOL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოზისა და ელექტროლიტების პარენტერალური ხსნარი.


დექსოლი – DEXOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
პარენტერალური ხსნარი: ფლაკონში 250 მლ, შეფუთვაში 1 ც.
100 მლ
ნატრიუმის ქლორიდი……………….    0.9 მგ
დექსტროზის მონოჰიდრატი ………   5.5 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს გლუკოზისა და ელექტროლიტების ნარევს რეჰიდრატაციისთვის. აღადგენს ორგანიზმში გაუწყლოებისას დარღვეულ წყალ-მარილოვან ბალანსს.
ჩვენებები:
ტოქსიური დისპეფსია;
ხშირი ღებინება;
ფაღარათის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაცია;
საკვებისმიერი ტოქსიკონიფექცია;
სხვადასხვა ნივთიერებებით (ნარკოტიკები, ნახშირორჟანგი, ციანწყალბადმჟავა
და მისი მარილები, ანილინი, დარიშხანი, ფოსგენი…) მოწამვლა;
მწვავე სისხლდენა;
შოკი და კოლაფსი;
პოსტოპერაციული პერიოდი;
ჰემორაგიული დიათეზი;
დამწვრობა;
ქოლერა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენური გზით წვეთოვნად, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან, წონიდან, კვებიდან და იმ პრეპრატებიდან გამომდინარე, რომელასაც ის ღებულობს.
უკუჩვენებები:
დიაბეტური კომა, წყლის შეკავება ორგანიზმში,  ჰიპეროსმოლარული კომა.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერჰიდრატაცია, ფილტვების შეშუპებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატის ჭარბი მოხმარებით, ჰიპერგლიკმია.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყნება იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი შეიცავს პრეციპიტატებს. მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ჩატრდეს პაციენტის წყალ-მარილოვანი ცვლისა და კლინიკურ-ბიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი.
სიფრთხილით ინიშნება: თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, შეშუპებისა და ასციტის დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან დექსოლის (0,9+5) % ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
ჭარბი დოზირება:
ჰიპერგლიკემია და ჰიპერჰიდრატაცია.
შენახვის წესი:
ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ხსნარი არ ინახება გახსნილ მდგომარეობაში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: DEMO S.A.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook