გუნა-რერიო (ემბრიოთერაპია) / GUNA-RERIO (naturopath)

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან

გუნა-რერიო (ემბრიოთერაპია) / GUNA-RERIO (naturopath)-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


გუნა-რერიო (ემბრიოთერაპია) / GUNA-RERIO (naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ქვირითმყრელი თევზების (Zebra fish genus, Brachidanio Rerio) ემბრიონული
ქსოვილების ექსტრაქტი D4
ქვირითმყრელი თევზების (Zebra fish genus, Brachidanio Renio) Embrio-
ჰომოგენატებს ემბრიონული ბლასტური განვითარების სამ ეტაპზე იღებენ და მათ პოტენცირებას D4 განზავებამდე ახდენენ.
ემბრიონული ქსოვილების კომპონენტები, არეგულირებენ უჯრედების
დიფერენცირებას ემბრიონული განვითარების პერიოდის დროს. შეუძლიათ არადიფერენცირებულ სიმსივნურ უჯრედებს განმეორებით `დაასწავლონ~ დაზიანებული უჯრედების კორექციის უნარი. პრეპარატის გამოყენების მიზანია სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტის აქტივაცია განსაზღვრულ გენურ მონაკვეთებზე.
ონკოლოგიაში Embrio-ს გამოყენება ეფუძნება იმ დაკვირვებებს, რომ ემბრიოგენეზის დროს ემბრიონის კონტაქტი კანცეროგენურ ნივთიერებებთან იწვევს დარღვევებს, მაგრამ არასოდეს იწვევს კიბოს, რომელიც გესტაციის მხოლოდ მოგვიანებით სტადიებში ემბრიონის ნაყოფად გარდაქმნის დროს ვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ არადიფერენცირებული ემბრიონული უჯრედი თავისი განვითარების
ფიზიოლოგიური კურსს მიჰყვება: ფაქტობრივად, იგი ბიოლოგიური წესრიგის მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
აღნიშნული კონტროლი ხორციელდება განსაზღვრული გენებით კოდირებული,
მარეგულირებელი ნივთიერებების – ონკოპრესორების საშუალებით. ონკოპრესორები მაქსიმალურ აქტივობას ავლენენ ემბრიონულ პერიოდში, რაც ფეტოონკოგენური გენების მაქსიმალურ დათრგუნვას ემთხვევა.
სიმსივნური უჯრედი კი, პირიქით, ის უჯრედული ფორმაა, რომელიც რეგრესირებს დიფერენცირებულიდან პრიმიტიულ დედიფერენცირებულ ფორმად. ამ ფაზაში ონკოგენები სრულ ექსპრესიას ავლენენ, ონკოპრესორები კი მაქსიმალურად ითრგუნება.

დოზირება
30 წვეთი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი არანაკლები სამი თვისა. რეკომენდირებულია დრენაჟულ თერაპიასთან – Guna-Lympho, Guna-Matrix, Guna-Cell და GUNA-ს სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ, დოზატორით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook