დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი / Extractum Propolisi Spirituosum

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი / Extractum Propolisi Spirituosum-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დინდგელი/ propolis

დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი / Extractum Propolisi Spirituosum -ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის


დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი / Extractum Propolisi Spirituosum აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
20 მლ-ზე:
დინდგელი – 6,0 გ; ეთილის სპირტი – 20 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
ჩვენებები
• კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები;
• ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
• მიკოზი;
• ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;
• პროსტატიტი.
მიღების წესები და დოზები
კანის საფარის ზედაპირული დაზიანების დროს: ჭრილობაზე ადებენ დინდგელის ექსტრაქტში დასველებულ ტამპონს 1-3-ჯერ დღეში.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს: დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ 1:10-ზე განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით დღეში 2-ჯერ.
ქრონიკული ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: ნუშისებურ ჯირკვლებზე უსვამენ დინდგელის ექსტრაქტს 1-2-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში. ქრონიკული ტონზილიტის დროს: ექსტრაქტს, წყლიანი ხსნარის (1:20 განზავებით) სახით, იყენებენ საინჰალაციოდ _ 1-2 ინჰალაცია დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
ჰაიმორიტის დროს: ატარებენ ღრუების გამორეცხვას 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (დინდგელის ექსტრაქტი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან 1:10 განზავებით).
ფურუნკულოზის დროს: 1:10 განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს.
პაროდონტოზის დროს: დინდგელის ექსტრაქტი ღრმა კიურეტაჟის შემდეგ შეაქვთ პაროდონტულ უბეებში 5 წუთით.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ჭრილობების დროს: დინდგელის ექსტრაქტს (15 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში) იყენებენ გამოსავლებად 4-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
ბრონქიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატიტის დროს: 30-40მლ თბილ წყალში გახსნილი 15-20წვეთი ექსტრაქტი მიიღება დღეში 2-3 ჯერ საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე.
გვერდითი მოვლენები
დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენება
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
• მწვავე ეგზემა.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: 30% ექსტრაქტი 20მლ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook