დრ. ტაისი ანისის ზეთი – DR.THEISS OLEUM ANISI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ჟელატინის კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს. შეფუთვაში 3 ბლისტერი.
1 კაფს.
ანისულის ზეთი……………….  100 მგ
დამხმარე საშუალებები:
რაფსის ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, საღებავი E 141, წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ხასიათდება ამოსახველებელი ეფექტით.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ზემო სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც აღინიშნება ხველა ნახველის ძნელი ევაკუაციით.
მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა. განმეორებითი მკურნალობის კურსი ტარდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
*ბავშვებში 12 წლამდე.
განსაკუთრებული მითითებები:
თუ დაავადებების სიმპტომები არ გაივლის მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook