დრ. ტაისი რევმა კრემი ინტენსივი – DR. THEISS RHEUMA CREAM INTENSIV

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი: ტუბში 100 გ
100 გ
ქაფური………………………………….          6 გ
ტერპენტინის ზეთი…………………           6 გ
ევკალიპტის ზეთი…………………..            6 გ
მენთოლი …………………………….            2 გ
მთის ფიჭვის ზეთი………………..            1.4 გ
ჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსური თერაპიის სახით რევმატიზმის, ლუმბაგოს, იშიაზის, ნევრალგიის, ხერხემლის, კუნთების, სახსრების ტკივილის, კუნთოვანი სპაზმების, მიოზიტის, დაჭიმულობის და ტრავმების, მყესების გაგლეჯვის, სამკურნალო და სპორტული მასაჟის დროს და კანში სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესები და დოზირება:
0.5-1.9 სმ კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა კრემის მთლიანად შეწოვამდე 2-3-ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები:
კანის საფარის მთლიანობის დარღვეული უბანზე პრეპარატის შეზელვა ნებადართული არ არის.
პრეპარატის შემთხვევით თვალში, პირის ღრუსა და ცხვირის ლორწოვანზე მოხვედრისას საჭიროა მისი წყლის დიდი რაოდენობით ჩამობანვა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook