ეფიზოლი – EFISOL

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/ comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
:
ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
დეკვალინის ქლორიდი………………….       0.25 მგ
ასკორბინის მჟავა………………………….      30 მგ
გლუკოზა  ………………………………….       57 მგ
ქლორინი  ………………………………..          0.5 მგ
პექტინი    ………………………………..          1.8 მგ
ვანილინი………………………………..             2.5 მგ
სუკროზა  ………………………………             625 მგ
კაკაო  ………………………………………          68 მგ
ლაქტოზას მონოჰიდრატი …………….          60.7 მგ
მაგნიუმის სტეარატი  …………………….      4.25 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი წარმოადგენს ანტისეპტიკური მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს ლოკალური გამოყენებისთვის. იგი მოქმედებს, როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, განსაკუთრებით პიოგენურ სტრეპტოკოკებსა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ შტამებზე;
გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა კანდიდების, აგრეთვე ეპიდერმოფიტებისა და ტრიქოფიტების ზოგიერთი სახეობის მიმართ.
ტაბლეტებში ასკორბინის მჟავას შემცველობა "ამაგრებს" სისხლძარღვების კედლებს, აქვეითებს მათ განვლადობას, ხასიათდება ანტიჰემორაგიული, ანტიექსუდატური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. პრეპარატი კარგად შეიწოვება, არ აღიზიანებს ქსოვილებს და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
დეკვალინის ქლორიდი-ლოკალური ანტისეპტიკია, რომელიც მოიცავს ანტიბაქტერიული მოქმედების ისეთ სპექტრს, როგორიცაა გრამდადებითი (პიოგენური სტრეპტოკოკების ჩათვლით), გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები და სხვა რეზისტენტული შტამები ანტიბიოტიკების მიმართ.
გააჩნია ანტიმიკოზური აქტივობა კანდიდების, ზოგიერთი ეპიდერმოფიტების და ტრიქოფიტების მიმართ.
ჩვენებები:

ლოკალური ანტისეპტიკური მკურნალობა პირის ღრუსა და პირ-ხახის ინფექციებით გამოწვეული ანთებითი დაავადების დროს;
კატარალური, წყლულოვანი და ფიბროზული სტომატიტის, გინგივიტის, ტონზილიტის და ლარინგიტის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მისი ბოლომდე გაწუწვნით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ მოიპოვება მონაცემები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგსიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: BALKANPHARMA,ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook