ვ-3 / V-3

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოფლოქსაცინი/levofloxacin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები
შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს
დამხმარე ნივთიერებების სახით: ლაქტოზა, სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა,, პოლიეთილენგლიკოლი. ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევოფლოქსაცინს. ლევოფლოქსაცინი აქტიურია უმრავლესი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ როგორც In vitro, ასევე In vivo პირობებში: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus ეპიდერმიდის, Streptococcus pneumoniae, pyogenes, agalactiae, Viridans group streptococci, Enterobacter cloacae, aerogenes, agglomerans, sakazakii, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, fluerescens, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae-, Acinetobacter anitratus, baumannii, calcoaceticus, Bordetella pertussis, Citrobacter diversus, freudii, Morganella moganii, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, stuartii, Serata marcescens, Clostridium perfringens. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედში დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტის დნმ-ჰირაზას ინჰიბირებით და მისი სპირალიზაციის პროცესის დარღვევით, რაც დამღუპველად მოქმედებს მიკროორგანიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად და პრაქტიკულად, მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებისას. 500 მგ. ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 99%-ს. ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის 500მგ. მიღების შემდეგ Cmax. შეადგენს 5,1+0,8 მკგ/მლ, ხოლო თმახ. შეადგენს 1,3+0,6 სთ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი 6,3+0,6 სთ-ია. ლევოფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, თუ ამ ინფექციათა გამომწვევები არიან ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები. – მწვავე სინუსიტი; – ქვემო სასუნთქი გზების ანთებები, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება ან არაჰოსპიტალური პნევმონიები; – შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (თირკმლების ჩათვლით); – კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის 500 მგ- მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე შესაძლო გამომწვევის მგრძნობელობით. გამოყენების ინსტრუქცია მკაცრად უნდა იქნას დაცული, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არაადექვატური ეფექტი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებს (კრეატინინის კლირენსი > 50მლ/წთ) შეიძლება დაენიშნოს პრეპარატის შემდეგი დოზები: სინუსიტი (ცხვირის დანამატების ანთება): თითო აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ. ლევოფლოქსაცინი); ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება: 1/2 აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ. ლევოფლოქსაცინი) ან თითო აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ. ლევოფლოქსაცინი); ფილტვების ანთება: თითო აბი პრეპარატი 500 მგ. 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ. ლევოფლოქსაცინი); საშარდე გზების ინფექცია: 1/2 აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ. ლევოფლოქსაცინი) კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 1/2 აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ. ლევოფლოქსაცინი) ან თითო აბი პრეპარატი 500 მგ. 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ. ლევოფლოქსაცინი). აბები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0,5-დან 1 ჭიქამდე). პრეპარატი მიიღება ჭამის წინ ან ნებისმიერ დროს კვებათა შორის ინტერვალში (იხ. “ურთიერთქმედებები”). მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. კლინიკური კვლევისას, ცხვირის დანამატების მწვავე ანთების მკურნალობა შეადგენდა 10-14 დღეს, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა – 7-10 დღეს, ფილტვების ანთების – 7-14 დღეს, საშარდე გზების ინფექციების – 7-10 დღეს, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების – 7-14 დღეს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, პრეპარატით მკურნალობაც რეკომენდებულია გაგრძელდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებიდან და გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან 48-72 საათის განმავლობაში. თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებული იქნა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ აბი, სანამ შემდეგი აბის მიღების დრო არ მოახლოებულა. შემდეგ გაგრძელდეს პრეპარატის მიღება სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
კანის რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები ზოგჯერ: ქავილი და კანის შეწითლება. იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები (ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქების შევიწროება და მოხრჩობის შეგრძნება, ასევე, – იშვიათად, – კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (მაგალითად, სახის და ხორხის). ძალზე იშვიათად: არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და შოკი; მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. განსაზღვრულ შემთხვევებში: კანზე მძიმე გამონაყარი ბუშტუკების გაჩენით, მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოკსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა. ჰიპერმგრძნობელობის ზოგად რეაქციებს ზოგჯერ შეიძლება წინ უსწრებდეს უფრო მსუბუქი კანის რეაქციები. ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან. მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნივთიერებათა ცვლაზე: გულისრევა, დიარეა. ზოგჯერ: მადის დაკარგვა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა. იშვიათად: სისხლიანი ფაღარათი, რომელიც ძალზე იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია იყოს ნაწლავთა ანთებისა და ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანიც კი ძალზე იშვიათად: სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია), რაც ძალზე მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნებია: “მგლის მადა”, ნერვოზული მდგომარეობა, კანკალი, ოფლიანობა. სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ადასტურებს, რომ მათ შესაძლებელია გამოიწვიონ პორფირიის გამწვავება (ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ძალზე იშვიათი დაავადება) იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე დაავადებულნი იყვნენ ამ სენით.P. aeruginosa მსგავსი ეფექტი არ გამოირიცხება პრეპარატის შემთხვევაშიც. მოქმედება ნერვულ სისტემაზე ზოგჯერ: თავის ტკივილი, თაბრუსხვევა და/ან შებოჭილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა. იშვიათად: უსიამოვნო შეგრძნებები (მაგალათად, ხელის მტევნების პარესთეზიები), კანკალი, წუხილი, ფობიები, კრუნჩხვის შეტევები და ცნობიერების დაბინდვა. ძალზე იშვიათად: მხედველობის და სმენის დაქვეითება, ყნოსვისა და გემოვნების დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება, ჰალუცინაციებისა და დეპრესიის ტიპის ფსიქოზური რეაქციები, ასევე, მოძრაობის შეზღუდვა, მათ შორის სიარულის დროსაც. მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე იშვიათად: ტაქიკარდია, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. ძალზე იშვიათად: (შოკის მაგვარი) სისხლძარღვოვანი კოლაფსი. მოქმედება კუნთებზე, მყესებსა და ძვლებზე: იშვიათად: მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ძალზე იშვიათად: მყესების გაგლეჯა (მაგალითად, აქილევსის მყესის); აღნიშნული გვერდითი ეფექტი შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საა-თის განმავლობაში და შესაძლებელია ჰქონდეს ორმხრივი ხასიათი; კუნთების სისუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადებული არიან ”myasthenia gravis”-ით (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში: კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი). მოქმედება ღვიძლსა და თირკმლებზე ხშირად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას). ზოგჯერ: ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში (ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშანი). ძალზე იშვიათად: ღვიძლისმიერი რეაქციები (მაგალითად, ღვიძლის ანთება); თირკმლების ფუნქციის გაუარესება თირკმლების უკმარისობამდე, მაგალითად, ალერგიული რეაქციების შედეგად (ინტერსტიციული ნეფრიტი). მოქმედება სისხლზე ზოგჯერ: სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია), სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია). იშვიათად: სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია); თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია), რამაც შესაძლებელია გააძლიეროს მიდრეკილება სისხლჩაქცევებისა და სისხლდენებისადმი. ძალზე იშვიათად: სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის ძალზე ძლიერი შემცირება (აგრანულოციტოზი), რამაც შეიძლება მძიმე დაავადებათა სიმპტომები გამოიწვიოს (სხეულის ტემპერატურეს მყარი ან მორეციდივე მატება,ყელის ანთება და მდგომარეობის მყარი გაუარესება). ცალკეულ შემთხვევებში: სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება, მათი დაშლის შედეგად (ჰემოლიზური ანემია); სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია). სხვა გვერდითი მოქმედება ზოგჯერ: საერთო სისუსტე (ასთენია). ძალზე იშვიათად: ცხელება, ალერგიული რეაქციები ფილტვების (ალერგიული პნევმონიტი) ან წვრილი ყალიბის სისხლძარ-ღვების მხრივ (ვასკულიტი). ნებისმიერმა
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ; – ეპილეფსიით შეპყრობილი ავადმყოფები; – ქინოლონებით მკურნალობის შედეგად მყესების დაზიანების შემთხვევაში; – ბავშვები და მოზარდები ზრდის სტადიაში; – ორსულობა; – ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის პერიოდში ქინოლონების სახსრის ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გაფრთხილების ზომები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ სახსართა ხრტილის შესაძლო დაზიანების გამო. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: ხანდაზმულებში მკურნალობისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის, რომ ამ ჯგუფის ავადმყოფებს ხშირად აღენიშნებათ თირკმლების ფუნქციის დარღვევა (იხ. “გამოყენების წესები და დოზირება”). პნევმოკოკებით გამოწვეული ძალიან მძიმე ფილტვების ანთების დროს პრეპარატმა შესაძლებელია არ გამოიწვიოს ოპტიმალური თერაპიული ეფექტი. საავადმყოფოში შეძენილი და განსაზღვრული გამომწვევებით (P. aeruginosa) განპირობებული ინფექციების მკურნალობისას შესაძლებელია საჭირო გახდეს კომბინირებული მკურნალობა. პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია კრუნჩხვითი შეტევის განვითარება პაციენტებში თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც განპირობებულია მაგალითად, ინსულტით ან მძიმე ტრავმით. კრუნჩხვები ასევე შესაძლებელია განვითარდეს ფენბუფენისა და მისი მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას. იმისდა მიუხედავად, რომ ფოტოსენსიბილიზაციის (სინათლისადმი ჰიპერმგრძნობელობა, მზით დამწვრობის მსგავსი რეაქციებით) ეფექტი ლევოფლოქსაცინის გამოყენებისა აღინიშნება ძალზე იშვიათად, ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად ავადმყოფებისათვის არ არის რეკომენდებული, აუცილებლობის არარსებობისას, მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი ძლიერი გამოსხივების ზემოქმედება (მაგალითად, ყოფნა მზეზე მაღალმთიან ადგილზე ან სოლარიუმში). ფსევდომემბრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ამ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავის მოტორიკის დამთრგუნველ საშუალებათა გამოყენება. პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება ტენდინიტი (უპირატესად აქილევსის მყესის ანთებამ) შეიძლება მყესების გაგლეჯვა გამოიწვიოს. ხანშიშესული ავდმყოფები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ტენდინიტების მიმართ. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ (კორტიზონის პრეპარატები) შესაძლებელია, გაზარდოს მყესების გაგლეჯვის რისკი. ტენდინიტზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევა) შესაძლებელია რეაქცია ჰქონდეთ ქინოლონებზე ჰემოლიზის განვითარებით, ამასთან დაკავშირებით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით. პრეპარატის ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა: თავბრუსხვევა ან შებოჭილობა, ძილიანობა და მხედველობის დარღვევა (იხ. ასევე “გვერდითი მოქმედებები”) შესაძლებელია დააქვეითონ რეაქციის სისწრაფე და ყურადღების კონცენტრირების უნარი, რაც შეიძლება გახდეს გარკვეული რისკის მიზეზი ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ შესაძლებლობებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა (მაგალითად, ავტომობილის მართვისას, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებისას, არაფხიზელ მდგომარეობაში სამუშაოების შესრულებისას. განსაკუთრებით ეს ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას).
ჭარბი დოზირება: უმნიშვნელოვანესი სიმპტომები (ნიშნები) პრეპარატის დოზის შეცდომით გადაჭარბებისას ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნობიერების დაბინდვა, თაბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვითი შეტევები). გარდა ამისა, შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობანი (მაგალითად, გულისრევა) და ლორწოვანი გარსების დაზიანება. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს არსებული სიმპტომების შესაბამისად.ლევოფლოქსაცინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ერთი აბის ზედმეტად მიღება არ იწვევს მავნე ზემოქმედებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არსებობს მონაცემები კრუნჩხვითი მზაობის გამოხატული შემცირების შესახებ ქინოლონებისა და იმ ნივთიერებათა ერთდროული მიღებისას, რომლებიც, თავის მხრივ, ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ცერებრულ ზღურბლს. თანაბარი ზომით ეს ეხება ქინოლონებისა და ფენბუფენისა და მისი მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა (რევმატიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ერთდროულ გამოყენებასაც. პრეპარატის მოქმედება თვალსაჩინოდ სუსტდება მისი და სუკრალფატის (კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი საშუალება) ერთდოული მიღებისას. იგივეს აქვს ადგილი მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან, ასევე რკინის მარილებთან (სისხლნაკლებობის მკურნალობისას) მისი გამოყენებისას. პრეპარატი მიიღება არანაკლებ 2 საათის ინტერვალით ამ პრეპარატების გამოყენებიდან. ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მცირდება ციმეტიდინისა და პრობენიციდის მოქმედებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთქმედებას არ აქვს არავითარი კლინიკური მნიშვნელობა. მაგრამ მაინც, ციმეტიდინისა და პრობენიციდის ტიპის სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აბლოკირებენ გამოყოფის განსაზღვრულ ტიპს (მილაკოვან სეკრეციას) ერთად გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა სიფრთხილით უნდა წარმოებდეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმლების დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტებს. ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ზრდის ციკლოსპორინის გამოყოფის პერიოდს.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები და ვადა:ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების
ფორმა: 500მგ ტაბლეტი #10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: გამა, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook