კბილის წვეთები – Guttae odontagicae

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:
პიტნის ზეთი, ქაფური, ეთილის სპირტი 95%, კატაბალახას ნაყენი.
პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი – მენთოლი აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.
ჩვენება:
კბილის ტკივილი;
კარიესი.
უკუჩვენება:
* კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.
მიღების წესი და დოზირება:
5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 15, 25 მლ ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ნეოფარმი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook