კეფპიმი 1გ / Kefpime 1g

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეფეპიმი/cefepime
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: IV თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეფპიმი წარმოადგენს IV თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის, ნაწილობრივად სინთეზურ ანტიბიოტიკს.  მისი ბაქტერიოციდული მოქმედებას ვლინდება ბაქტერიების უჯრედის მემბრანის სინთეზის ინჰიბირებაში.
კეფპიმს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, მათ შორის ამინოგლიკოზიდებისა და III თაობის ცეფალოსპორინებისადმი რეზისტენტული შტამების მიმართ.
კეფპიმი გამოირჩევა ბეტა-ლაქტამაზასადმი მაღალი მდგრადობით და სწრაფად აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედში.

კეფპიმი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი აერობული ბაქტერიები:
Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Staphylococcus epidermidis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Staphylococcus spp.-ს სხვა შტამები, მათ შორის S. hominis, S. saprophyticus; Streptococcus pyogenes (A-ჯგუფის სტრეპტოკოკი); Streptococcus agalactiae (B-ჯგუფის სტრეპტოკოკი); Streptococcus pneumoniae; Streptococcus bovis (D-ჯგუფი); Streptococcus viridans; სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (C, G, F- ჯგუფები);

გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები:
Pseudomonas spp.(P. aeruginosa, P. putida, P. stutzeri); Escherichia coli; Klebsiella  spp. (K. pneumoniae, K. oxytoca,  K. ozaenae); Enterobacter spp. (E. cloacae, E. aerogenes, E. agglomerans, E. sakazakii);  Proteus  spp. (P. mirabilis, P. vulgaris); Acinetobacter calcoaceticus (A. anitratus, A. lwoffii); Aeromonas hydrophila, Capnocytophaga spp., Citrobacter spp. (C. diversus, C. freundii);  Campylobacter jejuni; Gardnerella vaginalis; Haemophilus ducreyi; Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Haemophilus parainfluenzae; Hafnia alvei, Legionella spp.; Morganella morganii; Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Providencia spp. (P. rettgeri, P. stuartii); Salmonella spp.;  Serratia spp. (S. marcescens, S. liquefaciens);  Shigella spp.; Yersinia enterocolitica
ანაერობული ბაქტერიები:
Bacteroides spp. (B. melaninogenicus, Bacteroides spp.-ს სხვა შტამების ჩათვლით); Clostridium perfringens; Fusobacterium spp.; Mobiluncus spp.; Peptostreptococcus spp.; Veilonella spp.
პრეპარატის მიმართ მდგრადია: Xathomonas maltophilia (Pseudomonas maltophilia), Bacteroides fragilis, Clostridium difficile-ს ზოგიერთი შტამი.
მეტიცილინრეზისტენტული ენტეროკოკების უმრავლესობა (მაგ: Enterococcus faecalis)  მდგრადია ცეფალოსპორინების, მათ შორის ცეფეპიმის, მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
კეფპიმი ხასიათდება კარგი ბიოშეღწევადობით. იგი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და თანაბრად ნაწილდება ბიოლოგიურ სითხეებსა და ქსოვილებში.
ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 19%.
კეფპიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს.
პრეპარატი არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და დაახლოებით 85% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.

ჩვენება:
– სასუნთქი ტრაქტის ინფექციები, მათ შორის, პნევმონია, ბრონქიტები;
– კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები;
– მუცლის ინფექციები, მათ შორის, პერიტონიტი და ნაღვლის გზების ინფექციები;

– გინეკოლოგიური ინფექციები;
– სეპტიცემია
– ემპირიული თერაპია ნეიტროპენიული ცხელების შემთხვევაში.
– პროფილაქტიკა მუცლის ღრუს ქირურგიაში.
გამოიყენება ერთჯერადი დოზა 2 გ 30 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც პროცედურამდე 60 წუთით ადრე კეთდება; ამის შემდეგ ინიშნება მეტრონიდაზოლის 500 მგ. მეტრონიდაზოლის ხსნარი არ უნდა გაკეთდეს კეფპიმისთან ერთად. მეტრონიდაზოლის ინფუზიამდე რეკომენდირებულია საინფუზიო მილის გამორეცხვა თავსებადი ხსნარით.  თუ პროცედურა 12 საათზე მეტს გრძელდება, კეფპიმის და შემდეგ მეტრონიდაზოლის ინფუზიები უნდა განმეორდეს ყოველ 12 საათში.

მიღების წესი და დოზირება:
კეფპიმი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში. პრეპარატის დოზა და შეყვანის წესი დამოკიდებულია გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე, ინფექციის სიმძიმესა და თირკმლის ფუნქციის მდგომარეობაზე.
პნევმონია: 1-2 გ ვენაში 12 სთ-ში ერთხელ 10 დღის განმავლობაში;
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები: 0.5-1 გ ვენაში/კუნთში 12 სთ-ში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში;
საშარდე გზების გართულებული ინფექციები: 2 გ ვენაში 12 სთ-ში ერთხელ 10 დღის განმავლობაში;
ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული თერაპიის დროს: 2 გ ვენაში 8 სთ-ში ერთხელ 7 დღის განმავლობაში;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 2 გ ვენაში 12 სთ-ში ერთხელ 10 დღის განმავლობაში;
ბავშვებში 2 თვიდან 16 წლამდე: 25-50 მგ/კგ 12 სთ-ში ერთხელ (მძიმე ინფექციების დროს 50 მგ/კგ 8 სთ-ში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 2.0 გ-ისა დღეღამეში).
ხსნარის მომზადების წესი:

კეფპიმის ინტრავენური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში, 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში; ნაკადურად პრიმაცეფის ინტრავენური შეყვანა ხდება 3-5 წთ-ის განმავლობაში; ნელი ინფუზიის შემთხვევაში ხსნარი შეჰყავთ 30 წთ-ის განმავლობაში.
ინტრამუსკულარული ინექციისთვის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 2,4 მლ სტერილურ საინექციო წყალში ან 1% ლიდოკაინის ხსნარში.
ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების, პენიცილინის და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. კეფპიმის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დაუშვებელია კეფპიმის ხსნარის შერევა მეტრონიდაზოლთან, ვანკომიცინთან, გენტამიცინთან, ტობრამიცინთან, ნეტილმიცინთან. კომბინირებული თერაპიის საჭიროების შემთხვევაში პრიმაცეფისა და აღნიშნული ხსნარების შეყვანა უნდა მოხდეს ცალ-ცალკე.
გამოშვების ფორმა: 1,0გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი კომპანია: Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook