ლაქტოფლორა

  • თურმანიძის მალამოები

ლაქტოფლორა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლაქტოფლორა აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

4 პრობიოტიკის კომპლექსი:
Bifidobacterium lactis
Lactobacillus acidophilus
Lactobacillus plantarum
Lactobacillus paracasei
აქვს მარწყვის გემო
არ შეიცავს გლუტეინს და ლაქტოზას
25 მილიარდი რძემჟავა ბაქტერია (ლაქტობაქტერია)
შეიცავს პრებიოტიკებს, პრობიოტიკებს, ვიტამინებს და ალოე ვერას.
მარწყვის გემოთი – ბავშვებისათვის 6 თვიდან
25 მილიარდი რძემჟავა ბაქტერია (ლაქტობაქტერია)
რეკომენდებულია ბავშვებისათვის 6 თვიდან

ლაქტოფლორა ბავშვის კუჭნაწლავის დასაცავად.
ლაქტოფლორა შედგება პრებიოტიკების პრობიოტიკებისაგან, შეიცავს ვიტამინებს. გვეხმარება ბავშვის კუჭ-ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენაში და ამაღლებს იმუნურ სტატუსს. ლაქტოფლორა რეკომენდებულია ბავშვებისათვის 6 თვიდან 14 წლამდე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ლაქტოფლორა აღადგენს ნაწლავის დარღვეულ მიკროფლორას, რომელიც ვითარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად, ცელიაკიის შედეგად, ლაქტოზის აუტანლობა და სხვ.

ერთ ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო პრობიოტიკი
ლაქტოფლორა რეკომენდებულია ბავშვებისათვის ცელიაკიით, რძის ცილაზე ალერგიის მქონე ბავშვებისათვის, დიაბეტიკებში. ლაქტოფლორა არ შეიცავს სოიოს, მიწის თხილის კვალს.

ლაქტოფლორის ურთიერთქმედება ანტიბიოტიკებთან
მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ანტიბიოტიკების მიღება არღვევს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, ანადგურებენ რა ნაწლავური მიკროფლორის მნიშვნელოვან ნაწილს. ბავშვის კუწ-ნაწლავში არსებობს სასარგებლო და მავნე ბაქტერიები.

ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად სუსტდება ნაწლავის მიკროფლორის მუდმივად განახლების ფუნქცია, რომელიც აქტიურად ებრძვის პათოგენებს. ამით აიხნება რეკომენდაცია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს სიმბიოტიკის მიღების შესახებ.

ლაქტოფლორა აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობას და აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას სულ რაღაც 5 დღეში.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი #5

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook