ლეტირამი / Letiram

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება): ლევეტირაცეტამი/levetiracetam

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიეპილეფსიური საშუალებები
ჩვენებები
ლეტირამი წარმოადგენს ანტიეპილეპტიურ მედიკამენტს (ეპილეფსიის დროს კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი).
ლეტირამი დამოუკიდებლად გამოიყენება პარციალური კრუნჩხვების სამკურნალოდ 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
ლეტირამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატს
• პარციალური კრუნჩხვების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში 1 თვის ასაკიდან;
• მიოკლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ საყმაწვილო მიოკლონური ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, 12 წლის ასაკიდან;
• პირველადი გენერალიზირებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
მიღების
წესები და დოზები
250მგ: დოზები მოზრდილებისა და 50კგ და მეტი წონის მოზარდებისათვის (12-17 წლის);
ტაბლეტები მიიღეთ იმ რაოდენობით, რაც ექიმმა გამოგიწერათ.
• ჩვეული დოზა: 1000მგ (4 ტაბლეტი) – 3000მგ (12 ტაბლეტი) ყოველ დღე.
• ლეტირამი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
მაგალითად, თუ თქვენი დღიური დოზაა 1000მგ, თქვენ უნდა მიიღოთ 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს.
500მგ: დოზები მოზრდილებისა და 50კგ და მეტი წონის მოზარდებისათვის (12-17 წლის);
ტაბლეტები მიიღეთ იმ რაოდენობით, რაც ექიმმა გამოგიწერათ.
• ჩვეული დოზა: 1000მგ (2 ტაბლეტი) – 3000მგ (6 ტაბლეტი) ყოველ დღე.
• ლეტირამი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
მაგალითად, თუ თქვენი დღიური დოზაა 1000მგ, თქვენ უნდა მიიღოთ 1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი საღამოს.
750მგ: დოზები მოზრდილებისა და 50კგ და მეტი წონის მოზარდებისათვის (12-17 წლის);
ტაბლეტები მიიღეთ იმ რაოდენობით, რაც ექიმმა გამოგიწერათ.
• ჩვეული დოზა: 1000მგ – 3000მგ ყოველ დღე.
• ლეტირამი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
მაგალითად, თუ თქვენი დღიური დოზაა 1500მგ, თქვენ უნდა მიიღოთ 1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი საღამოს.
1000მგ: დოზები მოზრდილებისა და 50კგ და მეტი წონის მოზარდებისათვის (12-17 წლის);
ტაბლეტები მიიღეთ იმ რაოდენობით, რაც ექიმმა გამოგიწერათ.
• ჩვეული დოზა: 1000მგ – 3000მგ ყოველ დღე.
• ლეტირამი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
მაგალითად, თუ თქვენი დღიური დოზაა 2000მგ, თქვენ უნდა მიიღოთ 1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი საღამოს.
დოზები ჩვილებისთვის (6-23 თვის), ბავშვებისთვის (2 -11 წლის) და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებისთვის (12-17 წლის):
თქვენს ბავშვს მიეცით ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
• ჩვეული დოზა: 20 მგ/კგ – 60 მგ/კგ ყოველდღე. Dოზა უნდა მიეცეს ორალური გზით მისაღებად დამზადებული ხსნარის სახით, 3 მლ ან 10 მლ შპრიცით, დოზის მიხედვით.
• ლეტირამი უნდა მიეცეს დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
500მგ, 750მგ, 1000მგ:
ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ყველაზე უფრო მისაღებია ლეტირამი 100 მგ/მლ ორალური გზით მისაღებად დამზადებული ხსნარი და ლეტირამი 250მგ ტაბლეტები.
დოზები ჩვილებისთვის (1 თვიდან 6 თვემდე):
თქვენს ბავშვს მიეცით ორალური ხსნარის ექიმის მიერ დანიშნული რაოდენობა.
• ჩვეული დოზა: 14 მგ/კგ – 24 მგ/კგ ყოველდღე. Dოზა უნდა მიეცეს ორალური გზით მისაღებად დამზადებული ხსნარის სახით, 1 მლ შპრიცით.
• ლეტირამი უნდა მიეცეს დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. მაგალითი: 14 მგ/კგ დღიური დოზისთვის, 4კგ წონის ბავშვს უნდა მისცეთ 28 მგ (0.3 მლ) დილით და 28 მგ (0.3 მლ) საღამოს.
მიღება:
ლეტირამის ტაბლეტები გადაყლაპეთ საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ, 1 ჭიქა წყალი).
მკურნალობის ხანგრძლივობა:
• ლეტირამი გამოიყენება ქრონიკული მკურნალობისათვის. ლეტირამით მკურნალობა გააგრძელეთ მანამ, სანამ ექიმი გეტყვით.
• არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის რჩევის გარეშე., ვინაიდან ამან შეიძლება კრუნჩხვების გაძლიერება გამოიწვიოს. ლეტირამით მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას თქვენი ექიმი იღებს, ის გაგაცნობთ ლეტირამის თანდათანობით შეწყვეტის ინსტრუქციას.
გვერდითი
მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლეტირამმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თუ შეგაწუხათ ჩამოთვლილთაგან რომელიმემ, აცნობეთ ექიმს.
ლეტირამის ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტებია (>10%)
• ძილიანობა;
• ასთენია/გადაღლილობა.
ლეტირამის ხშირი გვერდითი ეფექტებია (1%-10%):
• ნერვული ისისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა (მერყეობის შეგრძნება), კონვულსია, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია (ჰიპერაქტიურობა), ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), ტრემორი (უნებლიე კანკალი), ამნესია (მეხსიერების დაკარგვა), წონასწორობის დარღვევა, ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა), მეხსიერების დაქვეითება (გულმავიწყობა);
• ფსიქიატრიული დარღვევები: აგზნებულობა, დეპრესია, ემოციური არასტაბილურიბა/გუნება-განწყობის ცვალებადობა, მტრული განწყობა ან აგრესია, უძილობა, ნევროზულობა ან გაღიზიანებულობა, პიროვნების დარღვევები (ქცევითი პრობლემები), არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრირების შეუძლებლობა);
• საჭმლის მონელების დარღვევები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია (მოუნელებლობა), დიარეა, ღებინება;
• კვების დარღვევები: ანორექსია (მადის დაკარგვა), წონის მომატება;
• ყურის და ლაბირინთის დარღვევები: ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება);
• თვალის დარღვევები: დიპლოპია (გაორებული მხედველობა), მხედველობის დაბინდვა;
• ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მყალგია (კუნთების ტკივილი);
• ტრავმა: შემთხვევითი ტრავმა;
• ინფექციები: ინფექცია, ნაზოფარინგიტი;
• სუნთქვის დარღვევები: ხველა (მანამდე არსებული ხველის გაძლიერება);
• კანის დარღვევები: გამონაყარი, ეგზემა, ქავილი;
• სისხლის დარღვევები: თრომბოციტების რიცხვის შემცირება.
ლეტირამის სხვა გვერდითი ეფექტებია:
• ნერვული სისტემის დარღვევები: პარესთეზია (ჩხვლეტის, წვის შეგრძნება);
• ფსიქიატრიული დარღვევები: არანორმალური ქცევა, ბრაზი, შფოთვა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები;
• საჭმლის მონელების დარღვევები: პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტის, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის ტესტში;
• კვების დარღვევები: წონის დაკლება;
• კანის დარღვევები: თმის ცვენა;
• სისხლის დარღვევები: სისხლის წითელი და/ან თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირება.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ეს ეფექტებ დროთა განმავლობაში მცირდება. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დამძიმდა ან თუ შენიშნეთ აქ ჩამოთვლილთაგან განსხვავებული გვერდითი ეფექტი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ლეტირამი გამოიყენება მოზრდილებში და 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
არ მიიღოთ ლეტირამი
• თუ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ხართ ლევეტირაცეტამის ან ლეტირამის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა
და
ლაქტაცია
ორსულობის ან მასზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ლეტირამი არ გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს. უცნობია თქვენი ბავშვისთვის პოტენციური რისკი. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ლევეტირაცეტამმა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას, ვიდრე საჭიროა კრუნჩხვების კონტროლისათვის.
მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები
• თუ გაწუხებთ თირკმელები, მისდიეთ თქვენი ექიმის ინსტრუქციებს. იგი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის შესწორება.
• ბავშვებში, რომლებიც ლევეტირაცეტამს ღებულობდნენ, ზრდის და მომწიფების პროცესებზე არავითარი გავლენა არ აღნიშნულა. თუმცა, ბავშვებში ხანგრძლივი გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
• თუ შენიშნეთ კრუნჩხვების დამძიმება (მაგ. სიხშირის გაზრდა), მიმართეთ თქვენს ექიმს.
• ლეტირამის მსგავსი ანტიეპილეფსიური საშუალებით მკურნალობისას პაციენტთა მცირე რაოდენობას აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. თუ თქვენ გაგიჩნდათ დეპრესიის სიმპტომები და/ან სუიციდური აზრები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
ლეტირამს შეუძლია დათრგუნოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარი, ვინაიდან ძილიანობას იქვევს. ის უფრო მოსალოდნელია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. არ მართოთ მანქანა ან მექანიზმები, ვიდრე არ დაადგენთ, რომ ამგვარი აქტივობების განხორციელების უნარი დარღვეული არ გაქვთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლეტირამის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ:
750მგ ტაბლეტი: E 110 საღებავმა შეიXლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
ჭარბი
დოზირება
თუ მიიღეთ ლეტირამის საჭიროზე მეტი რაოდენობა
აცნობეთ ექიმს თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობა.
თუ დაგავიწყდათ ლეტირამის მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ლეტირამის მიღება
შხვა ანტიეპილეპტიური პრეპარატების მსგავსად, კრუნჩხვების გაძლიერების თავიდან ასაცილებლად, ლეტირამის მიღებაც თანდათანობით უნდა შეწყვიტოთ.
აღნიშნული პროდუქტის გამოყენების თაობაზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატების მიღება
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ ამჟამად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილის შესახებ.
ლეტირამის მიღება საკვებთან და სასმელებთან.
ლეტირამი შეგიძლიათ მიიღოთ როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.
თქვენი უსაფრთხოებისთვის, ნუ მიიღებთ ლეტირამს ალკოჰოლთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
გამოშვების ფორმა: 250მგ ტაბლეტი №30; №60
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook