როსისეპტინი / Rosiseptin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქლორჰექსიდინი / chlorhexidine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკები და მადეზინფიცირებელი პრეპარატები.
პრეპარატის ათქ კოდი  D08AC02
სამკურნალო ფორმა
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე, შენჯღრევისას ქაფდება.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტრიური ნივთიერება: ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი (20%-იანი ხსნარის ფორმით) 0,50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნონოქსინოლი 9, D-გლუკონოლაქტონი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
როსისეპტინი – ანტისეპტიკური პრეპარატი.  აქტიურია უმარტივესების, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (მათ შორის, Neisseria gonorrhoeae, Chlamydia spp., Ureaplasma spp., Treponema pallidum), Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis.
პრეპარატის მიმართ სუსტი მგრძნობელობით გამოირჩევა Pseudomonas spp.,  Proteus spp.-ს ზოგიერთი შტამები.
არ მოქმედებს მჟავაგამძლე მიკროორგანიზმებზე, ბაქტერიების სპორებზე, სოკოებზე, ვირუსებზე. პრეპარატი არ არღვევს ლაქტობაცილების ფუნქციურ აქტივობას. ინარჩუნებს აქტივობას (ოდნავ დაქვეითებულს) სისხლის, ჩირქის არსებობისას.

გამოყენების ჩვენებები
– სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკა (მათ შორის გონორეა, ათაშანგი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გენიტალიური ჰერპესი);
– ურეთრიტის და ურეთროპროსტატიტის მკურნალობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
– ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვარი, ინფიცირებული ზედაპირების დეზინფექცია;
– კანისა და ლორწოვანი გარსის მკურნალობა (ქირურგიაში, მეანობასა და გინეკოლოგიაში, უროლოგიაში);
– სტომატოლოგიაში გამოსავლებად და შესასხურებლად გინგივიტის, სტომატიტის, აფთების, პარადონტიტის, ალვეოლიტის დროს.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– დერმატიტები;
– კანის ვირუსული დაავადებები.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), პირის სიმშრალე, დერმატიტი, ხელების კანის წებოვანება (3-5 წუთის განმავლობაში), ფოტოსენსიბილიზაცია; გინგვიტის მკურნალობისას – კბილის ემალის შეღებვა, ქვების ფორმირება, გემოს მგრძნობელობის შეცვლა.

გამოყენების წესი და დოზირება
როსისეპტინი წარმოადგენს პროფილაქტიკურ და სამკურნალო საშუალებას ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების, ასევე დეზინფექციისათვის.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას სქესობრივი აქტიდან არაუგვუანეს 2 საათის შემდეგ. მამაკაცებში ფლაკონის შიგთავსის 2-3 მლ შეიყავთ შარდსადინარში, ქალებში კი 1-2 მლ შარდსადინარში და 5-10 მლ საშოში და აყოვნებენ 2-3 წუთის განმავლობაში. ასევე აუცილებელია ხსნარით დამუშავდეს ბოქვენის, სასქესო ორგანოების, თეძოების შიდა ზედაპირის კანი. პაციენტმა პროცედურის შემდეგ არ უნდა მოშარდოს 2 საათის განმავლობაში.
ურეთრიტის და ურეთროპროსტატიტის მკურნალობა ტარდება ურეთრაში 2-3 მლ როსისეპტინის ხსნარის შესხურების გზით 1-2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 10 დღე. პროცედურები ინიშნება დღეგამოშვებით.
კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებისას როსისეპტინის ხსნარი გამოიყენება გამორეცხვის, გამოვლების და აპლიკაციების (ტამპონის მეშვეობით) სახით – 5-10 მლ ხსნარი დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე ან ლორწოვან გარსზე ექსპოზიციით 1-3 წუთი 2-3-ჯერ დღეში.
ყელ-ყურ-ცხვირის და სტომატოლოგიურ განყოფილებებში ავადმყოფების ოპერაციის შემდგომი მოვლისას როსისეპტინი სავლების სახით ინიშნება 2-3-ჯერ დღეში.

ჭარბი დოზირება
მკურნალობა: პრეპარატი შემთხვევით შიგნით მოხვედრისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება (საჭიროა კუჭის ამორეცხვა რძის, უმი კვერცხის, ჟელატინის გამოყენებით). აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება იოდთან.
როსისეპტინი შეუთავსებელია ანიონის ჯგუფის შემცველ დეტერგენტებთან (მათ შორის, საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა) და საპნებთან. საპონმა შეიძლება მოახდინოს ქლორჰექსიდინის ინაქტივაცია, ამიტომ პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია საპნის საგულდაგულოდ ჩამობანა.
ეთანოლი აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.

განსაკუთრებული მითითებები
გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისას თავი უნდა აარიდოთ პრეპარატის ჭრილობაში მოხვედრას ქალა-ტვინის ღია ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანების, დაფის აპკის პერფორაციის მქონე პაციენტებში.
თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში სწრაფად და გულმოდგინედ ჩამოიბანეთ წყლით.
ჰიპოქლორიდული მათეთრებელი ნივთიერებების მოხვედრამ ქსოვილებზე, რომლებიც ადრე კონტაქტში იმყოფებოდენ ქლორჰექსიდინის შემცველ პრეპარატებთან, შეიძლება გამოიწვიოს მათზე ყავისფერი ლაქების გაჩენა.
ტემპერატურის მომატების ფონზე მისი ბაქტერიციდული მოქმედება ძლიერდება. 100ºC ტემპერატურაზე ზევით პრეპარატი ნაწილობრივ იშლება.

პედიატრიში გამოყენება
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 0.5% 5მლ ხსნარი ფლაკონი №40
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Laboratoires Gifrer Barbezat, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook