რუბერკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) / Ruberkehl D5 (Naturopath)

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
10 მლ შეიცავს: Aspergillus ruber-ის 10 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ყველა ქრონიკული დაავადების დროს, როგორიცაა სურდო (რინიტი),
სინუსიტი, ბრონქიტი
– კონიუნქტივიტი (თვალების ქავილი და სიწითლე)
– ცისტიტი, ნეფრიტი

თვისებები
Ruberkehl-ის (Aspergillus ruber D5)კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პოლინოზის (თივის ცხელება) მწვავე სტადიის ყველა სიმპტომის აშკარა გაუმჯობესება. Ruberkehl-ის მოქმედებით მნიშვნელოვნად იზრდებოდა იმუნოსტიმულაციისათვის საჭირო T-ჰელპერების რაოდენობა. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ Ruberkehl-ის
ანტიალერგიული ეფექტი სხვა სიმპტომური საშუალებების დოზის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად: მიიღება 5-10 წვეთი საკვების მიღებამდე, დღეში ერთხელ
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაავადებულ ადგილას
ან იდაყვის ფოსოში.
ბ) პარენტერული მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის (საინექციო კურსებს შორის) კვირაში 2-ჯერ 5-10 წვეთი.
მკურნალობის 8 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება
ვინაიდან Ruberkehl-ი შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს, თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

უკუჩვენება
არ ინიშნება Aspergillus ruber-ის მიმართ ჰიპერმგძნობელობის დროს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს Recarcin-ის ეფექტურობაზე. ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დაცული იქნეს 4-კვირიანი ინტერვალი ვაქცინაციამდე და მის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook