ფიჭვის მტვერი , ნაძვის მტვერი – ქართული ბუნების განძი

ფიჭვის მტვერი საქართველოდან ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში 

ეჭვი არ გვეპარება მალე მისი მასიური ექსპორტი დაიწყება. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით . სხვათაშორის- რუსეთის იმპერიაში და შემდეგ საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო ბორჯომის ხეობისა და რაჭის ფიჭვის მტვერი, მიუხედავად იმისა, ფიჭვის ნაკლებობა მათ ნამდვილად არ აქვთ. გამოიყენეთ ქართული ბუნების ეს დიდი განძი . (ექიმის კონსულტაციით) 
საქართველოში ფიჭვის მტვერს აწარმოებენ:

ფიჭვის მტვერი : სარგებელი და გამოყენება

ფიჭვის მტვრის ჩვენებები და უკეჩვენებები

ფიჭვის მტვერი წარმოიქმნება ფიჭვის  „ყვავილებში“ და გირჩებში ოქროსფერი მორთულობის სახით მცენარის საგაზაფხულო შემოსილობის დროს. მას ხშირად, ჩვენში, არასწორადნაძვის მტვერსაც ეძახიან.

ფიჭვის მთლიანად მომწიფებული ყვავილები (მამრობითი გირჩები) დაფარულია მტვრით, რომელიც ძლიერ სამკურნალო საშუალებად ითვლება.  ბუნებამ აავსო ისინი სასარგებლო ნივთიერებების უმძლავრესი მარაგით, რომელიც აუცილებელია ხის სასიცოცხლო ციკლისთვის.

ადამიანმა დიდი ხნის წინ ამოიცნო ფიჭვის მტვრის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები უამრავი დაავადების დასახმარებლად. ის ადამიანს ეხმარება არახელსაყრელ პირობებში გადარჩენაში, ფლობს ძლიერ მასტიმულირებელ და მატონიზირებელ თვისებებს. ორგანიზმზე ზემოქმედების ძალის მიხედვით ფიჭვის უნარი ახლოსაა ჟენშენის (ჯინსენგი) მოქმედებასთან. ფიჭვის მტვერს უხსოვარი დროიდან იყენებენ საქართველოში . მას იყენებს მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხი.

ფიჭვის მტვერი -ს სასარგებლო, სამკურნალო თვისებები

ფიჭვის მტვერი ადამიანს უხსოვარი დროიდან ეხმარება არახელსაყრელ პირობებში გადარჩენაში, რადგან ფლობს ძლიერ მასტიმულირებელ და მატონიზირებელ თვისებებს.

ფიჭვის მტვრის გამოყენება

მტვრის თვისებები აძლიერებს ორგანიზმს, რომლის ფუნქციონირების რთული პროცესების რეგულირების უნარიც აიხსნება მასში აღმოჩენილი ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობით. მათ მიეკუთვნება შენაერთები:

  • იმუნოსტიმულატორები – ბუნებრივი შენაერთების წყალობით ფიჭვისმიერი პროდუქტი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს გრიპისა და სურდოს დროს. ეს მნიშვნელოვანია სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვებისთვის;
  • ანტიოქსიდანტები – ორგანიზმზე მოქმედების ძალის მიხედვით, ფიჭვის მტვრის უნარი რამდენჯერმე აღემატება C და E ვიტამინების აღმდგენ ძალას. მის მიღებას ურჩევენ ოპერაციისა და მძიმე დაავადებების შემდეგ ძალების აქტიურად აღდგენის მიზნით;
  • ვიტამინები – მათ შორის აღმოჩენილია მრავალრიცხვოვანი B ჯგუფის ვიტამინები და შეუცვლელი C და A ვიტამინები. ვიტამინები აქტიურად მონაწილეობენ კოლაგენის სინთეზში, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის კანის მდგომარეობაზე, ხელს უშლის სიბერეში ჭარბი პიგმენტებისა და ჭორფლების წარმოქმნას და ასევე აკნეს, კანის ჩირქოვანი ანთებითი პროცესების განვითარებას.
  • ამინომჟავები – ფიჭვის მტვერი შეიცავს რამდენიმე ათეულს. ნაერთების ჰარმონიული შეთავსება ხელს უწყობს კანის გამტარობის გაუმჯობესებას, სისხლძარღვების გაფართოებას, სისხლისმიმოქცევის პროცესების აქტივაციას;
  • ენზიმები (ფერმენტები) – ამ რთული შენაერთების წყალობით ადამიანის ორგანიზმში უმჯობესდება უჯრედთაშორისი ცვლა;
  • მინერალები – ფიჭვის მტვრის შემადგენლობაში შემავალ 27 სახის მიკრო და მაკროელემენტებში ძირითად ნაწილს შეადგენს: რკინა, მანგანუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, სელენი, ფოსფორი. ელემენტების უნიკალური კომბინაციები განსაზღვრავენ მათ ეფექტურ სამკურნალო თვისებებს;
  • ანტიბიოტიკები – ამ პროდუქტის ბუნებრივი შესაძლებლობები დამღუპველია ტუბერკულოზის ჩხირებისთვის. ისინი ანელებენ მათ გამრავლებას და ეხმარებიან დაავადებასთან გამკლავებაში კომპლექსური მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ადრეული სტადიების დროს.

ფიჭვის მტვრის გამოყენება შიგნით მისაღებად 

ფიჭვის მტვერი სარგებელი და გამოყენება

ფიჭვის მტვერი წარმოადგენს დღეგრძელობის ბუნებრივ საგანძურს. მისი სამკურნალო თვისებები ეხმარება ადამიანის ჯანმრთელობის მრავალი გართულების დროს:

  • ნორმაში მოჰყავს ღვიძლის, გულისა და თავის ტვინის ფუნქციონირება. მტვერი ააქტიურებს ნაწლავების მუშაობას, აუმჯობესებს პერისტალტიკას, აღადგენს მიკროფლორას, აძლიერებს მადას;
  • აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესებს;
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ხსნის დაღლილობას;
  • ეხმარება შაქრიან დიაბეტთან, პროსტატის პრობლემებთან გამკლავებაში. ხელს უშლის ახალწარმონაქმნების ზრდას;
  • აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს ნორმალურ მეტაბოლიზმს. შენაერთები აჩქარებენ გლიკოგენის სინთეზს, ახდენენ ღვიძლის მნიშვნელოვანი ფუნქციების ოპტიმიზაციას (ხელს უშლიან ორგანოში მავნე ცხიმოვანი გროვების წარმოქმნასა და ალკოჰოლის ტოქსიკური ზემოქმედების გამო ციროზის განვითარებას), ხელს უწყობენ პოტენციის აღდგენას;
  • აღადგენს სისხლისმიმოქცევის სისტემის მუშაობას. მცირდება მავნე ქოლესტერინის რაოდენობა, მცირდება თრომბების წარმოქმნის რისკი, იმატებს სისხლძარღვების ელასტიურობა, იზრდება ჰემოგლობინის შემცველობა. აღდგება მიოკარდიუმის სწორი კვება, მცირდება გულის კუნთის ატროფიის, ინფარქტის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადების განვითარების რისკები;
  • ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას თავის ტვინში საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის აქტიურად მიწოდების ხარჯზე. ეს ხელს უწყობს ინსულტის, მოხუცებულთა დემენციის, ფსიქიკური აშლილობების, დეპრესიული მდგომარეობებისა და სტრესების განვითარების თავიდან აცილებას. ფიჭვის მტვერი ასტიმულირებს დოფამინის (სიამოვნების ჰორმონის) საკმარისი რაოდენობით წარმოქმნას;
  • ხსნის დაღლილობას, ზრდის სასიცოცხლო ძალებს, ავსებს ორგანიზმის შინაგან მარაგებს, რაც ფართოდ გამოიყენება სპორტსმენებში ენერგეტიკული ხარჯების აღსადგენად. ამასთანავე, მასში არ არის აკრძალული სინთეთიკური დანამატები.

ფიჭვის მტვერი -ს გარეგანი გამოყენება შესაძლებელია არაჟნის, თაფლის, ლიმნის წვენის დახმარებით.

ფიჭვის მტვრის უკეჩვენებები

სამკურნალო მიზნებისთვის ფიჭვის მტვერი გამოიყენება ნაყენების, რძის საფუძველზე გაკეთებული ნახარშების, ნარევების (თაფლით, კვერცხით, კარაქით) მოსამზადებლად. გარეგანი გამოყენება შესაძლებელია არაჟნის, თაფლის, ლიმნის წვენის დახმარებით. სახალხო მკურნალები მიმართავენ მტვრის გამოყენების შემდეგ ვარიანტებს:

  • სპირტიანი ნაყენები – მშრალი ყვავილები (100გ მამრობითი გირჩები), 50გ ნედლეულს დაასხით არაყი (0.5ლ ან 200მლ სპირტი, გაზავებული 300მლ სუფთა წყალში), დააყოვნეთ 3 დღე ბნელ ადგილას, გადაწურეთ);
  • წყლის ნაყენი – მოამზადეთ შაქრიანი სიროფი 0.5კგ შაქრითა და 0.5ლ წყლით. დაასხით 0.5კგ მომზადებული ფხვნილის ხსნარი. დააყოვნეთ 5სთ, გადაწურეთ, დადგით ბნელ ადგილას 1 დღე. კვლავ გადაწურეთ, ჩაასხით გამჭვირვალე და კერამიკის ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში. გადაწურვის შედეგად მიღებული ნარჩენები შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური მიზნებისთვის, ასევე სამკურნალო მიზნებისთვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
  • თაფლიანი ხსნარი – აიღეთ 1ლ თაფლი, დაუმატეთ 25გ ფიჭვის მტვერი. სამკურნალო თვისებების გასაძლიერებლად უმატებენ იმ სამკურნალო მცენარეების ნახარშებს, რომლებიც ეფექტურია კონკრეტული დაავადებისთვის;
  • რძიანი ნაყენი – აადუღეთ 1ლ რძე. ფრთხილად, გრანულების წარმოქმნის გარეშე ჩაყარეთ 20გ ფიჭვის მტვერი, ცოტა შაქარი, მარილი (სურვილისამებრ). მიიღეთ დაყოვნების შემდეგ. შეინახეთ კერამიკულ ჭურჭელში მაცივარში.

ერთ მიღებაზე რეკომენდებულია ½ ჩ/კ ფიჭვის მტვერი.
ნებისმიერი ვარიანტის მიღების საერთო წესად ითვლება მისი გამოყენება კვებამდე 30 წთ-ით ადრე.

ჩვენი წინაპრები ფიჭვის მტვერს იყენებდნენ შემდეგი დაავადებების დროს:

ფიჭვის მტვერი თაფლით

  1. ასთმა, ბრონქიტები, ტუბერკულოზი – გამოიყენება თაფლიანი ნაყენები. 60 დღის განმავლობაში მას იღებენ დღეში 3-ჯერ დესერტის კოვზით. ისვენებენ 2 კვირა, შემდეგ კი იმეორებენ მკურნალობის კურსს. თუ ორგანიზმს აქვს აუტანლობა თაფლის მიმართ, გამოიყენება ნაყენის რძიანი ვარიანტი (50მლ 3-ჯერ დღეში).
  2. იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის. გრიპის დროს რეკომენდებულია ფიჭვის მტვრის სუფთა სახით გამოყენება – 3გ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს დაახლოებით 3 კვირას და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე. კურსს იმეორებენ წელიწადში 2-3-ჯერ.
  3. მოწამვლის დროს, მათ შორის ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას – 10გ ფიჭვის მტვერი 3-ჯერ დღეში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
  4. ჰიპერტონიის დროს – 5გ ფიჭვის მტვერი დღეში 2-ჯერ რძესთან ერთად ხსნარის წინასწარ მომზადების გარეშე. მკურნალობის კურსი შეადგენს 20 დღეს. გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ.
  5. ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს, ასევე პროსტატიტისას – გამოიყენება სამკურნალო ნაყენის თაფლიანი ვარიანტი. 1.5 თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ იღებენ 2 დესერტის კოვზს. ორკვირიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსს იმეორებენ გამოჯანმრთელებამდე.
  6. თირკმლების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ – გამოიყენება თაფლზე ან სპირტზე დამზადებული ნედლეულის ხსნარი. იღებენ დღეში 3-ჯერ დიდი კოვზით.
  7. კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – ამისთვის კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ სახლში და ფიჭვის მტვერს ურევენ არაჟანში, თაფლში, სამკურნალო მცენარეებში.

შეგროვება, შენახვა

ფიჭვის მტვერი მოიხმარეთ ზომიერად

ფიჭვის სამკურნალო ნაკრების სწორად მოსამზადებლად დაგეხმარებათ შემდეგი ცოდნა:

  • შეგროვების დრო – განისაზღვრება გირჩების შეფერილობის მიხედვით. ისინი უნდა იყოს არა მწვანე, არამედ მოყვითალო-ოქროსფერი. მათზე ზეწოლის დროს წვენი არ გამოიყოფა;
  • ყვავილები მოწყვიტეთ ფრთხილად – გაითვალისწინეთ, რომ 1ლ მტვრის მისაღებად საჭიროა 1 სათლი ყვავილების შეგროვება;
  • ნედლეულის გამოშრობა ხდება მშრალ შენობაში, სადაც არ არის ორპირი. ამისათვის შეგროვებულ ყვავილებს ყრიან ქაღალდზე, რომელზეც გაშრობის პროცესის შემდეგ დარჩება მტვერი;
  • გამოყოფენ ფიჭვის ფხვნილს მამრობითი გირჩების საცერში ფრთხილად გაცრის შედეგად. უხარისხო გაცრის გამო ნარევში შეიძლება მოხვდეს გირჩების ნაწილები. მათგან გასუფთავება შესაძლებელია ნეილონის წინდაში განმეორებითი გაცრით. თუმცა ისინი ხელს არ უშლიან და არ აფუჭებენ მომზადებულ სამკურნალო ნაყენს;
  • ფიჭვის მტვერს ინახავენ დახურულ პლასტმასის ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე. მის საფუძველზე მომზადებული პრეპარატები უნდა შეინახოთ მაცივარში.

მტვრის შეგროვებისას ფიჭვის გირჩები უნდა იყოს არა მწვანე, არამედ მოყვითალო-ოქროსფერი.

უკუჩვენებები

ქართული ფიჭვის მტვერი

ფიჭვის მტვერს აქვს უკუჩვენებების შეზღუდული რაოდენობა. მის მიერ ალერგიის გამოწვევის შესაძლებლობა მინიმალურია, პირიქით – თანამედროვე კვლევების საშუალებით შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება ალერგიის მკურნალობის დროს. მისი მნიშვნელოვანი დადებითი თვისებაა ის, რომ არ ახასიათებს ნიტრატების, პესტიციდების, მავნე ტოქსინების დაგროვება. მტვრის გამოყენების ძირითადი უკუჩვენებებია: ინდივიდუალური აუტანლობა, თირკმლების დაავადებები, მწვავე გასტრიტი, ჰეპატიტის სიმპტომები, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

ფიჭვის მტვრის მიერ ალერგიის გამოწვევის შესაძლებლობა მინიმალურია, თუმცა არსებობს.

არსებობს ავადმყოფების მრავალრიცხვოვანი კომენტარები, ოფიციალური მედიცინის დაკვნები, რომლებიც ამტკიცებენ ფიჭვის მტვრის სამკურნალო თვისებებს. ფარმაცევტული კომპანიები ამზადებენ მისგან წამლებს, რომლებიც გადიან სამედიცინო ორგანოების მიერ ნებადართულ აუცილებელ ცდებს და გამოიყენება სამკურნალოდ და კოსმეტოლოგიაში.

ფიჭვის მტვერი

გაფრთხილება

წყარო : https: // hvorast. ru/sosna/
საიტი “ფიჭვის პროდუქტები”

Share this...Share on Facebook
Facebook