ფიჭვის გირჩები . სასასარგებლო თვისებები

ფიჭვის გირჩები . სასასარგებლო თვისებები

ფიჭვის გირჩები წარმოადგენენ უნიკალურ საშუალებებს, რომელთაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ორგანიზმში მიმდინარე უამრავ დაავადებასა და დარღვევას. მაქსიმალური სარგებელი მოაქვთ იმ დაავადებების დროს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სასუნთქ სისტემასთან, სახსრების პრობლემებთან, ასევე ორგანიზმის შლაკებით დაბინძურების დროს. მიუხედავად იმისა, რომ წიწვოვან გირჩებს აქვთ უნიკალური სამკურნალო თვისებები, აუცილებლად უნდა იცოდეთ რომელი დაავადებების დროს დაგეხმარებათ და როდის შეიძლება მოგაყენოთ გარკვეული ზიანი
.ფიჭვის გირჩები

სამკურნალო თვისებები

ფიჭვის გირჩები დიდი რაოდენობით შეიცავენ სასარგებლო მიკროელემენტებსა და მინერალებს, რომელთა წყალობითაც ისინი ფლობენ შესანიშნავ სამკურნალო თვისებებს. უძველესი დროიდან ამ ბუნებრივ კომპონენტს იყენებდნენ სურავანდის სამკურნალოდ. ამასთანავე, გირჩები რამდენჯერმე აძლიერებენ ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს და ეხმარებიან შინაგან სისტემებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში.

მათ შემადგენლობაში შედის ლიპიდები, ტანინი, მინერალური მარილები, ეთერზეთები. B1 ვიტამინის წყალობით უმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, ძლიერდება სისხლძარღვები, დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და რეგულირდება ნერვულის სისტემის დარღვეული ფუნქციები.

A ვიტამინის წყალობით ტონუსში მოდის კუნთოვანი ქსოვილი, უმჯობესდება მხედველობა. როდესაც ორგანიზმში ვითარდება ამ ვიტამინის დეფიციტი, ადამიანს ხშირად აღენიშნება ინფექციები და სხვადასხვა ანთებითი პროცესები. ფიჭვის გირჩები უზრუნველყოფენ შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აგრეთვე ხელს უწყობენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას.

ფიჭვის გირჩები უზრუნველყოფენ შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აგრეთვე ხელს უწყობენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას.

 

ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წიწვოვან გირჩებში შემავალი შემდეგი მინერალები:

  1. ფოსფორი – დადებით ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე.
  2. მაგნიუმი – ეს მინერალი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის აქტივობაზე, უშუალო მონაწილეობას იღებს ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობაში, იცავს იმუნურ სისტემას სხვადასხვა ინფექციების შეჭრისგან.
  3. კალიუმი – ააქტიურებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სასუნთქი ორგანოების მუშაობას. ეს მინერალი უბრალოდ აუცილებელია სახსრებისა და გულისთვის.
  4. კალციუმი – რამდენჯერმე ამაგრებს ძვლოვან სისტემას, კუნთოვან ბოჭკოებს ანიჭებს ელასტიურობას, აძლიერებს ორგანიზმს. ამასთანავე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობას.

ერთმნიშვნელოვნად დადებითი ეფექტი მიიღება ფიჭვის გირჩების შემდეგი დაავადებების დროს გამოყენებისას:

  • ბრონქიტი;
  • ძალიან შემაწუხებელი ხველა;
  • პნევმონია;
  • კუჭის წყლული;
  • მკურნალობის გარეშე მიმდინარე გასტრიტი;
  • სახსროვანი ქსოვილის ანთება.

ყველა ამ დაავადების დროს გამოიყენება ნაყენები, სიროფები და სამკურნალო ნახარშები, რომლებიც დამზადებულია ფიჭვის ნაყოფების საფუძველზე. ისინი ერთდროულად მოახდენენ ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელ და მატონიზებელ მოქმედებას.

ფიჭვის მწვანე გირჩები ახდენენ კომპლექსურ თერაპევტულ მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. ისინი ხელს უწყობენ შემდეგ ეფექტებს:

  • ანტიმიკრობული;
  • დამამშვიდებელი;
  • გამწმენდი;
  • ამოსახველებელი;
  • ნაღველმდენი.

გირჩების სამკურნალო თვისებები ფართოა. ისინი აძლიერებენ იმუნიტეტს საჭირო დონეზე და ანადგურებენ ყველა მავნე ბაქტერიას, რომელიც ბინადრობს ორგანიზმის შიგნით. აგრეთვე, ეს ბუნებრივი კომპონენტი აძლიერებს დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ახდენს საგრძნობ დამამშვიდებელ მოქმედებას.

სახლში ფიჭვის ნაყოფებზე დამზადებული წამალი ეხმარება ორგანიზმიდან დაგროვებული ტოქსიკური ნივთიერებების განდევნაში. ამასთანავე, უმჯობესდება სისხლწარმოქმნის პროცესი. ამოსახველებელი თვისების ხარჯზე ისინი წმენდენ ბრონქებს დიდი რაოდენობის ლორწოსგან. გარდა ამისა, ფიჭვის ნაყოფები ხელს უწყობენ ნაღვლის გამოყოფას.

თუმცა, ამ პროდუქტის ჩვეულებრივ პირობებში გამოყენებამდე, სარგებლის გარდა, აუცილებელია იმ ზიანის შესახებ ცოდნაც, რომლის მოტანაც შეუძლია ადამიანისთვის ასეთ ბუნებრივ საშუალებებს. იმისათვის, რომ მივიღოთ მაქსიმალური დადებითი მოქმედება, აუცილებლად სწორად უნდა შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ფიჭვის გირჩები.

როდის შევაგროვოთ ფიჭვის მწვანე გირჩები

ფიჭვის ნაყოფების მომწიფების პერიოდი გრძელდება ორი წელი. ღეროზე გირჩები ჩნდებიან გაზაფხულის დასაწყისში, შემდეგ კი მთელი ზაფხულის განმავლობაში რჩებიან მწვანეები. თუმცა, მათი შეგროვება უმჯობესია მაისში. უკიდურესი ვადა, სანამდეც ისინი ინარჩუნებენ თავიანთ სამკურნალო თვისებებს – არის ივნისის ბოლო.

გირჩების შეგროვება უმჯობესია მაისში. უკიდურესი ვადა არის ივნისის ბოლო.

უნდა მომზადდეს ფიჭვის ის ნაყოფები, რომლებიც ფლობენ გარკვეულ წებოვნებას. ისინი უნდა იყვნენ დაფარული ფისით. მათი ქერცლები მჭიდროდ უნდა იყოს განლაგებული ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ უფრო სასარგებლოა მაისში შეგროვებული გირჩები, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სექტემბერში მომზადებულ ნაყოფებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ორგანიზმს ინსულტის შემდგომ პერიოდში.

ფიჭვის ახალგაზრდა, სასარგებლო გირჩების შეგროვება აუცილებელია ქალაქიდან დაშორებულ ტყის მასივებში. არ ღირს მსხვილ საწარმოებთან და საავტომობილო ტრასებთან ახლოს მდებარე ნაყოფების შეგროვება, ვინაიდან შეიძლება შეიცავდნენ მავნე ტოქსინებს.

ახალი გირჩები მარტივად უნდა იჭრებოდეს დანით, შეხებით კი უნდა იყოს რბილი, მაგრამ საკმაოდ მყარი. მაგარი ნაყოფებისგან რეკომენდებულია სამკურნალო ნაყენის მომზადება. არ არის სასურველი მუქი და გახსნილი გირჩების გამოყენება. ისინი კარგავენ თავიანთ სამკურნალო თვისებებს.

ახალი გირჩები მარტივად უნდა იჭრებოდეს დანით, შეხებით კი უნდა იყოს რბილი, მაგრამ საკმაოდ მყარი.

ხალხური რეცეპტები

ფიჭვის მწვანე გირჩებს აქვთ სხვადასხვა გამოყენება. სხეულის ეპიდერმისის გასაწმენდად შეიძლება სამკურნალო ნახარშის მომზადება, რომელშიც ამატებენ თაფლს. მიღებულ სასმელს სვამენ ორი კვირის განმავლობაში. თუ გირჩის ნახარში მომზადდება რძის საფუძველზე, მისი მიღება შეიძლება პნევმონიისა და ბრონქიტის დროს.

გირჩების სამკურნალო ნახარშის მომზადება: აიღეთ 5ც ფიჭვის მწვანე გირჩი, გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა წყალი, აადუღეთ. შემდეგ 5წთ-ის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ამ საოჯახო წამლის მიღება საჭიროა დილით, საუზმის შემდეგ – 50მლ.

სამკურნალო სიროფს გააჩნია ამოსახველებელი თვისება და ეხმარება ფილტვების ანთების დროს.

შეიძლება სამკურნალო სიროფის მომზადება, რომელსაც აქვს ამოსახველებლი თვისება და ეხმარება ფილტვების ანთების დროს. ამისთვის გამოიყენება ფიჭვის მხოლოდ ახალგაზრდა გირჩები, რომლებსაც ჭრიან, ათავსებენ ქილაში და აყრიან შაქარს. მზა სიროფი ინახება მაცივარში. მიღების წესი – 1ჩ/კ 3-ჯერ დღეში. 1 კვირის შემდეგ ხველა აღარ შეგაწუხებთ.

ბრძოლა ინსულტისა და დაავადებული სახსრების წინააღმდეგ

ინსულტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ნაყენის მომზადება 5 მწიფე გირჩისგან. ისინი კარგად გარეცხეთ, დაჭერით, შემდეგ კი დაასხით 1 ჭიქა სპირტი. ჭურჭელი მოათავსეთ ბნელ ადგილას 2 კვირით. ამასთანავე, რეკომენდებულია ნაყენის რეგულარული შენჯღრევა. წამალი მიიღება სადილის შემდეგ – 1ჩ/კ. მთლიანი სამკურნალო კურსის ხანგრძლივობა არის 6 თვე.

ინსულტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ნაყენის მომზადება 5 მწიფე გირჩისგან.

სახსრების გამაგრებისთვის და ტკივილებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ კიდევ ერთი სამკუნალო ნაყენი, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: სამლიტრიანი ქილა ნახევრამდე აავსეთ დაჭრილი გირჩებით. დაუმატეთ 400გ შაქარი და ყველა კომპონენტს დაასხით გაცივებული ადუღებული წყალი. მზა წამლის მიღება ხდება ჭამამდე 30წთ-ით ადრე – 1 დიდი კოვზით.

ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ნაყენის დალევა, რომელიც დამზადებულია მომწიფებული გირჩებითა და ვაშლის ძმრით. რეკომენდებულია ყოველ საღამოს ჩაის დალევა თაფლით და 1 კოვზი გირჩის ნაყენით. ამგვარად შეძლებთ თავი აარიდოთ უსიამოვნებებსა და დაავადებებს.

ფიჭვის გირჩების თაფლი და მურაბა

ფიჭვის ნაყოფების თაფლი მოახდენს იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას. ამისთვის, აიღეთ 80ც ფიჭვის გირჩი, დაასხით 1ლ თბილი წყალი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 20წთ. ამის შემდეგ ნარევი დააყოვნეთ 1 დღე-ღამე. შემდეგ დაუმატეთ 1კგ შაქარი და ხარშეთ დაახლოებით 1სთ შესქელებამდე. ამის შემდეგ დაუმატეთ 7 წვეთი ლიმნის წვენი. მიღებული თაფლი გადაიტანეთ მინის ქილებში და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას.

სასარგებლო ნუგბარი შეიძლება გახდეს გირჩების მურაბა, რომელიც იხარშება ჩვეულებრივ, ხოლო მიიღება – 1ჩ/კ ჩაისთან ერთად. ამგვარად შეძლებთ დასუსტებული იმუნიტეტის გაძლიერებას ვირუსებისა და ინფექციების პერიოდში.

უკუჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ფიჭვის ნაყოფები შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა ძალიან სასარგებლო მიკროელემენტებს, მათ აქვთ ზოგიერთი უკუჩვენება. მსგავსი ბუნებრივი კომპონენტებით მკურნალობისგან თავის შეკავებაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობა;
  • ჰეპატიტი;
  • ხანდაზმული და ბავშვთა ასაკი;
  • არანამკურნალები წყლული.

არ ღირს ასეთი ნახარშების მიცემა 7 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს ინდივიდუალური აუტანლობა ფიჭვის ნაყოფების მიმართ.

წინააღმდეგჩვენებების გათვალისწინებითა და ფიჭვის გირჩების სწორად მომზადებით, შეიძლება მათი გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის. ისინი არა მხოლოდ გაწმენდენ და გაამაგრებენ სისხლძარღვებს, არამედ დადებითად იმოქმედებენ გულის კუნთზე, მოხსნიან თავის ტკივილსა და ხველას, გააძლიერებენ იმუნურ სისტემას. ასეთი ბუნებრივი სამკურნალო კომპონენტის დახმარებით შესაძლებელია ქრონიკული გასტრიტის დამარცხებაც კი. მთავარია, დაიცვათ დოზირება და დააკვირდეთ თავს მკურნალობის კურსის პერიოდში.

 

 

ფიჭვის გირჩები

გაფრთხილება
წყარო : https: // hvorast. ru/sosna/
საიტი “ფიჭვის პროდუქტები”

 

Share this...Share on Facebook
Facebook