გასახდომი წამლისმიერი საშუალებები

გასახდომი საშუალებების კლასიფიკაცია

გასახდომი საშუალებების უმეტესობა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს მიეკუთვნება. ბადები ნატურალური პროდუქტებისაგან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კონცენტრატებია; მათი სინთეზი ხდება ქიმიური  და ბიოტექნოლოგიური მეთოდებით. ყველა ბადი (ვიტამინები) შედის სხვადასხვა პროდუქტებში, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც ორგანიზმისთვისაა საჭირო.

გასახდომი პრეპარატების კლასიფიკაცია

გასახდომი წამლისმიერი საშუალებები

ბადები ორ ჯგუფად იყოფა

პირველი – ნუტრიცეფტიკები (ლათ. Nutricium – კვება). ნუტრიცეფტიკები სამკურნალო კომპონენტების მინიმალურ რაოდენობას შეიცავენ, უსაფრთხოა და ამიტომ მათი მიღება დამოუკიდებლად შეიძლება. რაციონის კალორიულობის შემცირების მიზნით ამ  პრეპარატებს ღებულობენ  დღის განმავლობაში ერთჯერ ან რამოდენიმეჯერ, საკვების ნაცვლად. ნუტრიცეფტიკები დაბალკალორიულები არიან და შეიცავენ ორგანიზმისათვის საჭირო ყველა ვიტამინსა და ელემენტს. ნუტრიცეფტიკებს მიეკუთვნება ყველა საკვები დანამატი.

საკვები დანამატები ინიშნება დაბალკალორიული დიეტების დროს. ეს პრეპარატები შეიცავენ გაფუებად უჯრედისს და მადის დამაქვეითებელ ნივთიერებებს, ასევე ცილებსა და ვიტამინებს. აღნიშნული პრეპარატები მხოლოდ მსუბუქად აკორექტირებენ სხეულს. მათი მოხმარებისას სიფრთხილეა საჭირო – თუ მათ ჩვეულებრივ საკვებთან მივიღებთ შესაძლოა საპირისპირო შედეგი მივიღოთ – გახდომის ნაცვლად, წონაში მოვიმატოთ.

მეორე ჯგუფია – პარაფარმაცეფტიკები. თვისებებით პარაფარმაცეფტიკები უფრო ახლოს არიან სამკურნალო პრეპარატებთან. მათი გამოყენება შეიძლება როგორც დამხმარე თერაპიული საშუალებები სხვადასხვა დაავადებების დროს. გააჩნიათ ძლიერი სამკურნალო მოქმედება და მათი მიღება საჭიროა ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით. პარაფარმაცევტიკებს მიეკუთვნება შიმშილის რეგულატორები (ანორექტიკები), ცხიმის დამწველები, გამწმენდი და ბალასტური ნივთიერებები.

ანორექტიკები – მადის დამაქვეითებელი პრეპარატებია. ისინი აიოლებენ დიეტის დაცვის პროცესს, თუმცა ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ცხიმის დაგროვებას ვერ აფერხებენ. ანორექტიკების მიღება აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბალასტური ნივთიერებები – ფუვდებიან კუჭში, ქმნიან სიმაძღრის ილუზიას და ამცირებენ საკვების რაოდენობას.

გამწმენდი ნივთიერებები – შარდმდენები და საფაღარათოები. შარმდენი კომპონენტები პრაქტიკულად ყველა გასახდომ პრეპარატშია.

ცხიმის დამწველები – ორ ქვეჯგუფად იყოფა.

პირველი ქვეჯგუფი შლის ცხიმებს და ხელს უშლის მათ ჩალაგებას ორგანიზმში.

მეორე ქვეჯგუფის პრეპარატები – ახდენენ უკვე ორგანიზმში არსებული ცხიმების წვას. აღნიშნული პრეპარატები უმეტესწილად დამზადებულია ბრომელაინის (ანანასის ფერმენტი), ასევე სამხრეთამერიკული გუარანის საფუძველზე.

გარეგანი მოხმარების პრეპარატები – მათ მიეკუთვნება სხვადასხვა პლასტირები, გასახდომი საპონი, ანტიცელულიტური გელები და კრემები, მასაჟორები, ასევე სხვადასხვა თერმოპრეპარატები, რომლებიც იხმარება სხვეულის სხვადასხვა ნაწილზე წასასმელად.  გარეგანი  მოხმარების პრეპარატები ხელს უწყობენ ცხიმების დაშლას მხოლოდ აქტიური ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის პირობებში.

წყარო : https://kazedu.com/referat/113491/1

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian