პაპოვავირუსი – (პაპოვავირუსი ლათ. Papovaviridae) — ორჯაჭვიანი რგოლოვანი სახის დნმ-ის (5-დან 8 ათასამდე ნუკლეოტიდური წყვილი) შემცველი ვირუსებია. ვირიონებს აქვთ იკოსაედრული, 45-55 ნმ-ის დიამეტრის კაფსიდი, რომელიც 72 კაფსომერისგან შედგება. არ აქვთ ლიპიდური გარსი (სუპერკაფსიდა).
სადღეისოდ Papovaviridae-ს ოჯახი იყოფა ორ ჯგუფად: Polyomaviridae (პოლიომავირუსები) და Papillomaviridae (პაპილომავირუსები).
პოლიომავირუსები. კაფსიდის დიამეტრი დაახლოებით 45 ნმ-ია. გენომის ზომა 5 კილობაზა. ამ ჯგუფში შედის:
თაგვების პოლიომის ვირუსი;
მაიმუნის ვაკუოლიზირებადი SV40 (დიდი ხნის მანძილზე შედიოდა პოლიომიელიტის ვაქცინის შემადგენლობაში) ვირუსი;
ადამიანებიდან გამოყოფილი ვირუსები: BK, JC და ზოგიერთი სხვა ვირუსი (ადამიანის ერთადერთი პათოგენური ვირუსი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს, ცნს-ის ბოჭკოების დემიელინიზაცია და სხვა ფსიქონევროლოგიური მოშლილობები).
პაპილომავირუსები. ვირიონის დიამეტრი დაახლოებით 55 ნმ-ია. გენომის ზომა 8 ათასი ნუკლეოტიდური წყვილი. ამ ჯგუფში შედის:
ადამიანის, ბოცვრის, ხარის და სხვა ცხოველების პაპილომის ვირუსები.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.