რეოვირუსი

რეოვირუსი – (რეოვირუსები ლათ. Reoviridae, ინგლისურიდან Respiratory Enteric Orphan Viruses – რესპირატორულ-ნაწლავური ობოლი ვირუსები) — სფერული ვირუსების ოჯახი, რომელთა გენომი შედგება სეგმენტირებული ორჯაჭვიანი რნმ-გან. აღმოჩენილია 1959 წელს. ვირუსული ნაწილაკების დიამეტრია 60-80 ნმ. ვირუსები აგებულია მარტივად, არ გააჩნიათ სუპერკაფსიდა, ზედაპირზე განლაგებულია,  წანაზარდების წარმომქმნელი ცილები: VP4, VP7 და ვირუსის კორ-ცილებს VP1, 2, 3, 6. ყოველი მათგანი ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედთან ურთიერთქმედებაში. მრავლდებიან ციტოპლაზმაში. რეოვირუსები განსაკუთრებულად მდგრადი ვირუსებია. ინფექციურ თვისებას ინარჩუნებენ – 20°C-ზე დაახლოებით 2 წელი, 4°C-ზე – 70 დღეზე მეტხანს, 37°C-ზე – 15-20 დღეს. მდგრადებია ეთერის, მჟავების, ფორმალინის მიმართ. რეოვირუსები აინფიცირებენ ახალგაზრდა ცხოველებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.