კორონავირუსი

კორონავირუსი – (კორონავირუსი ლათ. Coronaviridae) — 2016 წლის მონაცემებით, კორონავირუსების ოჯახში შედის 37 სახეობის ვირუსი, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეოჯახად. ვირუსები ინფიცირებენ ადამიანებს, კატებს, ძაღლებს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღორებს და ფრინველებს. პირველად ვირუსი გამოყოფილი იყო 1965 წელს მწვავე რინიტით დაავადებული პაციენტიდან. ვირუსების გენომი წარმოდგენილია ერთჯაჭვიანი (+) რნმ-ით. ნუკლეოკაფსიდა გარშემორტყმულია ცილოვანი მემბრანით და ლიპიდის შემცველი გარე გარსით, საიდანაც წამოზრდილია ეკლების მსგავსი წანაზარდები, რაც გვირგვინის შთაბეჭდილებას ტოვებს, სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. ვირუსების კულტივირება ხდება ადამიანის ემბრიონის ქსოვილის კულტურაზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.