მიკროკოკები (ლათ. Micrococcus) – პატარა, გრამდადებითი სფერული ბაქტერიების გვარი. ოჯახი Micrococcaceae. კულტურაში განლაგდებიან ერთეულებად ან უწესრიგო ჯგუფებად. მყარ საკვებ არეზე წარმოქმნიან მრგვალ, გლუვ თერ, ყვითელ ან წითელი ფერის კოლონიებს. მკვეთრი ფერი, განპირობებულია უჯრედის პიგმენტაციით (ფერი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დამახასიათებელი ნიშანი). Micrococcus არის ობლიგატური აერობი, საფროფიტი ან ფაკულტატური პარაზიტი. ადამიანის პათოგენური სახეობები არ არის. ყველანი კარგად იზრდება საკვებ აგარზე.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.