პროტეობაქტერია (ლათ. Proteobacteria) – ბაქტერიების მეტად მრავალრიცხოვანი ჯგუფი, 1534 სახეობა ანუ ყველა ცნობილი ბაქტერიების 1/3. პროტეობაქტერიები წარმოადგენს მეტად არაორდინალურ ჯგუფს. აქ შედის, როგორც სიმბიონტური ეუკარიოტები, ისე პათოგენების და პირობით-პათოგენები, ფოტო – და ქემოტროფები, როგორც ავტოტროფული ისე ჰეტეროტროფული ბაქტერიები. ყველა პროტეობაქტერია გრამუარყოფითია. გარეთა მემბრანა აშენებულია ლიპოპოლისაქარიდებისაგან. ჯგუფი მოიცავს, როგორც ობლიგატურ, ისე ფაკულტატურ ანაერობებს და აერობებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.