ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
ბენოსენი / Benosen-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
ბენოსენი / Benosen-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
ბენოსენი / Benosen აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები, უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>
ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>
უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>
შემადგენლობა
სვიის ექსტრაქტი (Humulus lupulus)-150 mg., L-თეანინი-100 mg., ვალერიანის ექსტრაქტი(Valeriana Officinalis)-50 mg.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბენოსენი მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის მოხსნას, ორგანიზმის მოდუნებას, აადვილებს ჩაძინებას და უზრუნველჰყოფს მშვიდ ძილს. ამცირებს ღამით გამოღვიძებების სიხშირეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
L-თეანინი -ამინომჟავაა, რომელიც მიიღება მწვანე ჩაის ფოთლებიდან. L-თეანინი არის გამა-ამინო-ბუტირის მჟავას წინამორბედი, მონაწილეობს შეკავების რეაქციებში და იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან. ვალერიანის ექსტრაქტი – ხასიათდება სპაზმოლიზური, სედაციური და კარდიოტონური მოქმედებით. სვიის ექსტრაქტი (Humulus lupulus) – მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება უძილობისა და ზომიერი დეპრესიების დროს. ვალერიანისა და სვიის ექსტრაქტების მოქმედება აძლიერებს პრეპარატის სედაციურ ეფექტს.
ჩვენებები
*რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა
*სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
*შფოთვა, ნევროზი, მომატებული აგზნებადობა და გაღიზიანებედობა
*დეპრესია (კომპლექსური თერაპია)
*მენოპაუზასთან დაკავშირებული ნერვული და ემოციური დაძაბულობა
*მშობიარობის შემდგომი ნევროზები;
აუმჯობესებს ძილის ხარსხს; გააჩნია რელაქსაციური ეფექტი; ხანგრძლივი გამოყენებისას ხსნის მუდმივ ფსიქიკურ დაძაბულობას;
უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: 12 წლიდან 1-2 აბი დღის განმავლობაში ან 1-2 აბი ძილის წინ ნახევარი საათით ადრე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Walmark, ჩეხეთი