სალიცილის მჟავა – SALICYLIC ACID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატი თრგუნავს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. დაბალ კონცენტრაციაში მას გააჩნია კერატოპლასტიური, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას – კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატს გააჩნია სუსტი ანტიმიკრობული აქტივობა.

ჩვენებები
ცხიმოვანი სებორეა, ჩვეულებრივი ფერიმჭამელები, ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი, დისკერატოზი, იხტიოზი, მეჭეჭები, კოჟრები.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ადგილობრივი რეაქციები, ქავილის წვის, კანზე გამონაყარის სახით.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ხსნარის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის შედის ეთილის სპირტი.

გაფრთხილება