ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რას წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების სელენის 200 მკგ აბები?
სელენი საციცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმენტების გააქტიურებას უწობს ხელს, იგი ასევე გამდიდრებულია E ვიტამინით, რაც მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს და ქსოვილებსა და უჯრედებს ოქსიდაციით გამოწვეული დაზიანებისაგან იცავს. სელენი აგრეთვე აუცილებელია ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის. HealthAid-ის სელენის ძლიერი ფორმულა ბუნებრივი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელიც საუკეთესოდ შეიწოვება და აითვისება ორგანიზმის მიერ.
რისთვის გამოიყენება სელენი 200 მკგ გახანგრძლივებული გათავისუფლება აბები?
– აუცილებელია ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის
– აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას
– ფსორიაზის და კანის სხვადასხვა პრობლემების დროს
– უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდანტურ დაცვას
– უზრუნველყოფს ოპტიმალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას
– ულტრა იისფერი რადიაციისგან დაცვა
– გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის
– ღვიძლის ნორმალური ფუნქციის ხელშეწყობისთვის
– ჯანსაღი თმის, კანისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის
ვისთვის არის სასარგებლო გახანგრძლივებული მოქმედების სელენის 200 მკგ აბები?
– მათთვის, ვისაც შეხება აქვს გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებთან და ქიმიკატებთან
– თამბაქოს აქტიური მომხმარებლებისთვის, ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლებისთვის
– ასაკოვანი პირებისთვის ჯანმრთელობის კვებითი ხელშეწყობისთვის
– მათთვის, ვისაც სურს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან ორგანიზმის დაცვა, განსაკუთრებით მოხუცებულობის პერიოდში
– მათთვის, ვისაც ჯანსაღი გულის შენარჩუნება სურს
ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას
შემადგენლობა | ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ): | რდნ % |
სელენი (ელემენტარული) | 200 მკგ | 364 |
რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად) |
** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)
გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.
უკუჩვენება: ცნობილი არ არის
გაფრთხილება:
– გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
– საკვები დანამატი არ უნდა გამოიყენოთ სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად
– ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
– საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
– არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 200მკგ ტაბლეტი #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: HEALTHAID, დიდი ბრიტანეთი