ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
დიდი კამის ეთერზეთი (Foeniculum vulgare)
მოქმედი ნივთიერებები
ტრანს-ანეტოლი, ფენხონი, მეთილხავიკოლი, ესტრაგოლი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა მდიდარია უჯრედისით.
კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს: ბაქტერიოციდული – აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში; სპაზმოლიზური – ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს; სისხლძარღვთა გამაფართოებელი – აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსკენ; ჰიპოტენზიური – აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში; შარდმდენი – ასტიმულირებს შარდის გამოყოფას; ანთების საწინააღმდეგო – აცხრობს ყოველგვარ ანთებას; კარდიოტონური – აქვს გულის მუშაობის მატონიზირებელი ეფექტი; სედატიური – აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს; ბრონქოლიზური – რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, ზოგადად შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში; ამოსახველებელი – ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას; ნაღვლმდენი – აადვილებს ნაღველის გამოყოფას; საფაღარათე – აუმჯობესებს პერისტალტიკას, ეფექტურია შეკრულობისას; რეპარაციული – აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას. ცალკე უნდა აღინიშნოს კამის (დიდი კამა) ლაქტოგენური ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება.
ჩვენებები:
• მეძუძურ დედებში რძის მოსამატებლად
• ადიუვანტური სამკურნალო საშუალება პირველადი დისმენორეის შესამსუბუქებლად
დოზირება და მიღების წესი:
მიიღეთ 30 წვეთი სითხესთან ერთად ყოველ 4 საათში.
უკუჩვენებები:
• ორსულობა
• ალერგიული ასთმა
• კრუნჩხვები
• ღვიძლის დაავადებები
• სიმსივნე
• ბავშვები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
• ასაკი 12 წლამდე
გვერდითი მოვლენები
მენსტრუალური სისხლდენის გაზრდა
ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
ორსულობის დროს არ მიიღება, მაგრამ ის გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში რძის მოსამატებლად
დამატებითი შენიშვნები
• სხვა მედიკამენტების მსგავსად ფენელინის ორალური წვეთები შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• უკეთესი შედეგისთვის, ამ პრეპარატის მიღება დაიწყეთ PMS (პრემენსტრუალური) სიმპტომის დაწყებისთანავე.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს და შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება სინათლისაგან მოშორებულ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 20მგ რბილი კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)