ქაფურის ზეთი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქაფური / CAMPHOR
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალეფსიური ანტისეპტიკური საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი 10%: ფლაკონში 25 მლ, 30 მლ და 40 მლ
1 მლ
ქაფური………….. 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქაფური ავლენს გამახურებელ (აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას) და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას (თრგუნავს მტკივნეულ დაბოლოვებებს). მისი მოქმედების შედეგს წარმოადგენს კანის გაწითლება და სისხლძარღვების გაფართოვება.
ფარმაკოკინეტიკა:
არ არსებობს მონაცემები
ჩვენებები:
გამოიყენება გამახურებელი საშულების სახით კუნთოვანი და სახსროვანი რევმატიზმების დროს, ნევრალგიებისას და I ხარისხის მოყინვებისას.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი.
შესაზელად მტკივნეულ ადგილებში დღეში 1-3-ჯერ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ალერგია.
უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა ქაფურის მიმართ
* 6 წლამდე ასაკის ბავშვები სპეციალური სიფრთხილის ზომები
* არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებსა და ალქტაციის პერიოდში პრეპარტის გამოყენების შესახებ არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები.
განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში.
პრეპარატის ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვისას:
პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ახდენს რაიმე ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმების მართვაზე.
ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების შემთხვევები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს მონაცემები.
შენახვის პირობები და ვადები:
2 წელი
პრეპარატის ინახება არა უმეტეს 25ºC. არ შეიძლება გაყინვა.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: TBILCHIMPHARM