როტო აის. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
♦ როტო აის აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია
აქტიური ინგრედიენტები
ჰიპრომელოზა 0.2%
ტეტრაჰიდროზოლინი HCl 0.05%
თუთიის სულფატი 0.25%
მიზნობრიობა
ჰიპრომელოზა– ლუბრიკანტი (საპოხი ნივთიერება)
ტეტრაჰიდროზოლინი HCl – სიწითლის მოხსნა
თუთიის სულფატი – შემკვრელი საშუალება
გამოყენება
დროებით ხსნის თვალის სიწითლესა და დისკომფორტს, რისი გამომწვევიც არის
• თვალის მცირე გაღიზიანება
• ქარის ან მზის ექსპოზიცია
დროებით ხსნის თვალის სიმშრალით გამოწვეულ სიწითლესა და წვას
გაფრთხილებები
გარეგანი გამოყენებისათვის
მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ
დახურულკუთხოვანი გლაუკომა
პრეპარატის გამოყენებისას
• ნუ შეეხებით კონტეინერის წვერის ნებისმიერ ზედაპირს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
• ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი;
• ნუ გამოიყენებთ, თუ ხსნარს შეცვლილი აქვს ფერი ან არის მღვრიე
• პრეპარატის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს თვალის სიწითლე
• გუგები დროებით გაფართოებულია
• გამოყენების წინ მოიხსენით საკონტაქტო ლინზები
შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ
• გაწუხებთ თვალის ტკივილი
• აღინიშნება მხედველობის დარღვევა
• თვალის სიწითლე ან გაღიზიანება გრძელდება
• მდგომარეობა გაუარესდა ან გრძელდება 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
გადაყლაპვის შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით მოწამვლის კონტროლის ცენტრს.
გამოყენების წესი
1 ან 2 წვეთი ჩაისხით დაზიანებულ თვალში დღეში 4-ჯერ
ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი
სხვა ინფორმაცია
ინახება არაუმეტეს 25°C (77°F) ტემპერატურის პირობებში.
დამხმარე ნივთიერებები
ბორისმჟავა, ედეტატდინატრიუმი, მენთოლი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბორატი
ვარგისიანობის ვადა იხლეთ შეფუთვაზე
გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Rotho, იაპონია