ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები 

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები – სასქესო სფეროს ფორმირებული ან ფორმირებადი პირობით-რეფლექტორული სტერეოტიპები, რომლებიც განპირობებულია ნეიროდინამიკური დარღვევებით; ხასიათდებიან სექსუალური გამოვლინებების არამდგრადობით, გარემოზე პირდაპირი დამოკიდებულებით ან სქესობრივი გაუკუღმართებების (პერვერსიები) არსებობით.

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები – ეტიოლოგია.  დარღვევები შეიძლება იყოს მეორადი, განპირობებული ნევროზით, ფსიქოპათიით ან ფსიქოზით, და პირველად-სექსოლოგიური, რომელსაც მიეკუთვნება სქესობრივი გაუკუღმართებები.

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები – პათოგენეზი.  წარმოიქმნება მდგრადი პირობით-რეფლექტორული კომპლექსები; ნატურალური სექსუალური გამღიზიანებლები გარდაიქმნებიან პირობით მუხრუჭად. განსაკუთრებით ხშირია ,,წარუმატებლობის მოლოდინის ნევროზი”. მამაკაცებში საბოლოო სიმპტომია მოსალოდნელი, და როგორც წესი, განუხრელად მატერიალიზირებადი შიში ნაადრევი ეაკულაციისა, ან პირიქით, ეაკულაციის არარსებობა, ერექციის სისუსტე. დროთა განმავლობაში  წარმოიქმნება ახალი სექსოპათოლოგიური სიმპტომები – ლიბიდოს შესუსტება და სხვ., ფორმირდება კიოტოფობია. ქალებში პირველადი სქესობრივი დარღვევაა ფრიგიდულობა და ვაგინიზმი.

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები – კლინიკური სურათი. პროგნოზი განისაზღვრება ძირითადი დაავადების ხასიათით; ნევროზების დროს სრული აღდგენა უფრო ხშირია, ვიდრე ფსიქოპათიების დროს. მკურნალობა გარდა ეტიოლოგიური ფაქტორების აღკვეთისა და ძირითადი დაავადების პათოგენეტიკურ მექანიზმებზე ზემოქმედებისა, ითვალისწინებს სექსუალური რეაბილიტაციისაკენ მიმართულ ფსიქოთერაპიული ზემოქმედებების სისტემას.  პირველად-სექსოპათოლოგიური დარღვევების ფსიქიკური შემადგენელი: განპირობებულია გარემოებების არახელსაყრელი მიმდინარეობით (მაგალითად ინტიმური კავშირის დამყარება შეუფერებელ სიტუაციაში), სექსუალური ფსიქოტრავმატიზაცია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია – სენსიტიურობა, მომატებული შთაბეჭდილიანობა.

დიაგნოზი

 მეორადი სქესობრივი დარღვევების დიაგნოსტიკა ეყრდნობა სექსოპათოლოგიური სიმპტომების თანდართვას ძირითადი დაავადების  კლინიკურ სურათთან – ნევროზთან, ფსიქოპათიასთან, ფსიქოზთან და სხვ.

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები – მკურნალობა. საწყის სტადიაში ტარდება რაციონალური ფსიქოთერაპია: მცდარი სექსუალური მოქმედებების მოხსნა და სტერეოტიპის წინასწარი გათამაშება, რომელიც უზრუნველყოფს სქესობრივი აქტის ჩატარებას. ეს უკანასკნელი თავდაპირველად შესაძლოა იყოს არასრულფასოვანი, მაგრამ უნდა მოიცავდეს საკუთრივ ავადმყოფისათვის და მისი პარტნიორისათვის აუცილებელ ელემენტებს – ინტროიტუსი, ფრიქციები, ეაკულაცია, ორგაზმი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოთერაპიის შერწყმა სიმპტომატურ საშუალებებთან.

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ ფსიქიკური სქესობრივი დარღვევების დროს – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

ფსიქიკური სქესობრივი დარღვევებთან თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა ფსიქიკური სქესობრივი დარღვევების პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

 

___________________________________________

One thought on “ფსიქიკური სქესობრივი დარღვევები”

Comments are closed.