მკურნალობა უცხოეთში


ათეროსკლეროზი atherosclerosis

ათეროსკლეროზი  - კლინიკური სურათი, მკურნალობის ძირითადი პრინციპები, პროგნოზი >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ათეროსკლეროზი - ელასტიკური (აორტა, მისი ტოტები) და კუნთოვან – ელასტიკური (გულის, თავის ტვინის არტერიები და სხვ.) ტიპის არტერიების ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი ლიპიდური კერების, უპირატესად კი ათერომატოზული ბალთების ფორმირებით არტერიის შიგა გარსზე.

ათეროსკლეროზი

სისხლძარღვის კედლის  სკლეროზი და კალცინოზი იწვევს სანათურის დეფორმაციასა და შევიწროებას, არტერიის სრულ ობლიტერაციამდე; შედეგად ვითარდება იმ ორგანოს სისხლმიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობა, რომელიც იკვებება დაზიანებული არტერიით.  გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს არტერიის სანათურის მწვავე დაცობა (ოკლუზია) თრომბით, ან (შედარებით იშვიათად) დაშლილი ათეროსკლეროზული ბალთის შემცველობით, ან ორივეთი ერთდროულად, რაც იწვევს ორგანოში (სხეულის ნაწილში) ნეკროზის (ინფარქტი) ან განგრენის კერების წარმოქმნას.
ათეროსკლეროზი განსაკუთრებით ხშირია მამაკაცებში 50 – 60 წლის ასაკში და ქალებში 60 წლის ასაკის ზევით. პათოგენეზი რთული და სრულად გაშიფრული არ არის.  რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება ასაკი, სქესი, მემკვიდრულობა, ანუ მიზეზები რომელთა აღკვეთა შეუძლებელია. სხვა მიზეზებს, რომელთა აღკვეთაც შესაძლებელია, მიეკუთვნება: არტერიული ჰიპერტენზია, ალიმენტური სიმსუქნე, თამბაქოს წევა; მესამე ჯგუფს მიეკუთვნება მიზეზები, რომელთა აღკვეთაც ნაწილობრივადაა შესაძლებელი: ჰიპერლიპიდემიის სხვადასხვა სახეები, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების არასაკმარისი დონე. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება აგრეთვე: არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი ემოციური გადაძაბვები და პიროვნული თავისებურებები. ყველა ზემოთ აღწერილი რისკის ფაქტორებისადმი საწინააღმდეგო მოქმედება, ან სრული ან არასრული აღკვეთა ფაქტორებისა, შეადგენს საფუძველს ათეროკლეროზის პროფილაქტიკისა.

ათეროსკლეროზის კლინიკური სურათი. კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე, მაგრამ ყოველთვის (გარდა აორტის ათეროსკლეროზისა) განისაზღვრება ქსოვილის ან ორგანოს იშემიის გამოვლინებებით და შედეგებით, რაც დამოკიდებულია როგორც მაგისტრალური არტერიების სანათურის შევიწროების ხარისხზე, ასევე კოლატერალების განვითარებაზე.

 aterosklerozi11

დიაგნოზი ეფუძნება ცალკეული სისხლძარღვოვანი მიდამოების ან არტერიების დაზიანების ნიშნებს. ყველაზე უფრო ადრე, როგორც წესი, ათეროსკლეროზით ზიანდება აორტა, განსაკუთრებით მისი აბდომინური ნაწილი. ათეროსკლეროზის დამახასიათებელი გამოვლინებაა მიოკარდის ტრანსმურალური ინფარქტი. დიაგნოზის საფუძველს იძლევა აგრეთვე რომელიმე მაგისტრალური არტერიებისა და გულის არტერიების სტენოზის ნიშნების შერწყმა; ათეროსკლეროზი ხშირია მოზრდილი ასაკის პირებში, რომლებიც გაცილებით უფროსად გამოიყურებიან; ასევე ათეროსკლეროზითა და ჰიპერტონული დაავადებით დამძიმებული მემკვიდრულობის დროს.  საჭიროა გათვალისწინებული იყოს აგრეთვე რისკფაქტორების არსებობა.

ათეროსკლეროზი მკურნალობის ძირითადი პრინციპებია:

1. რეგულარული კუნთოვანი მოქმედება (ნებისმიერი ფორმით), ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით; ვარჯიშების დოზირების  რეკომენდაციას იძლევა ექიმი.

2. რაციონალური კვება საკვებში მცენარეული ცხიმების უპირატესი გამოყენებით, რომელიც გამდიდრებულია ვიტამინებით და გამორიცხავს სხეულის მასის მატებას;

3. სხეულის ჭარბი მასის დროს მისი დაკლება ოპტიმალურ დონემდე;

4. დეფეკაციის კონტროლი;

5. თანმხლები დაავადებების სისტემატური მკურნალობა, განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის; ათეროსკლეროზული პროცესის მედიკამენტოზური თერაპია ჯერ – ჯერობით მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.

aterosklerozi31

ათეროსკლეროზის პროგნოზი – გაურკვეველია; შრომისუნარიანობა დამოკიდებულია იმ ორგანოებისა და სისტემების ფუნქციურ მდგომარეობაზე, რომელთა მაგისტრალური არტერიები დაზიანებულია ათეროსკლეროზით.

thoracic_aneurysm_anatomyაორტის ათეროსკლეროზი. კლინიკური გამოვლინებები: მუდმივად მაღალი (უპირატესად სისტოლური) არტერიული ჰიპერტენზია, მოკლე სისტოლური შუილი და მეორე ტონის აქცენტი მეხუთე წერტილზე და აორტაზე, მისი ბიფურკაციის ზემოთ; მარცხენა პარკუჭის ზომიერი ჰიპერტროფიის ნიშნები ეკგ – ზე, პულსური ტალღის გავრცელების სიჩქარის მომატება ტაქოოსცილოგრამაზე; კალცინატები აორტის რკალის და აორტის მუცლის ნაწილის კედლებზე, რომელიც ვლინდება რენტგენოგრამით (გვერდით პროექციაში) და წარმოადგენს უტყუარ, თუმცა გვიან დიაგნოსტიკურ ნიშანს. ავადმყოფის სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ გართულებებს მიეკუთვნება აორტის აშრევებადი ჰემატომა, რომელიც ვლინდება ხანგრძლივი, მტანჯველი ტკივილებით კისერ – გულმკერდის ან მუცლის ღრუში (ხშირად უკან); შესაძლოა განვითარდეს კოლაფსი, მწვავე სისხლდენის სიმპტომები; დამახასიათებელია ეკგ – ზე მიოკარდის ინფარქტის ნიშნები. აორტის კედლის სუბინტიმური ჰემატომა ხშირად ახდენს მისი ტოტის ობტურაციას და იწვევს (ინტიმის გასკდომის ლოკალიზაციის მიხედვით) ან იშემიური ინსულტისსიმპტომებს, ან ასიმეტრიას პულსის ავსებასა და არტერიულ წნევას შორის, ან მკვეთრ არტერიულ ჰიპერტენზიას (ნეფროგერნული), ან თეძოს არტერიების ოკლუზიას.

ათეროსკლეროზის სხვა, გაცილებით უფრო რთული გართულებებია აორტის ანევრიზმა, რომელიც ხასიათდება უეცარი გასკდომითა და სასიკვდილო სისხლდენით. აორტის გულმკერდის ნაწილის ანევრიზმა ხშირად ვლინდება უხეში სისტოლური შუილით, დისფაგიით, ხმის ჩახლეჩით; დიაგნოსტირდება რენტგენოგრაფიული გამოკვლევით.

აორტის მუცლის ნაწილის ანევრიზმა (შედარებით ხშირი ლოკალიზაცია)   ვლინდება ღრმა პალპაციით, ზოგჯერ რენტგენოლოგიურად; მისი მიმდინარეობა ხშირად ნაკლებსიმპტომურია.

აორტის მუცლის ნაწილის მასტენოზირებელი ათეროსკლეროზი, შესაძლოა გართულდეს ბიფურკაციის მიდამოს თრომბოზით, ქვედა კიდურების სისხლმომარაგების მწვავე მოშლილობით (ლერიშის სინდრომი);

aterosklerozi

ვლინდება მწვავე ტკივილით, მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევით ორივე ფეხში, კანის საფარველის სიფერმკრთალით; შესაძლოა განგრენის განვითარება.

ათეროსკლეროზის მკურნალობა. ქირურგიულია; ნაკლებად ეფექტურია და ყოველთვის შესაძლებელი არ არის თრომბოლიზური თერაპია. აორტის ათეროსკლეროზის დიფერენცირებას ახდენენ სპეციფიკურ (სიფილისური, ბაქტერიულ სეპტიკური) და არასპეციფიკურ აორტიტებთან. აორტის ანევრიზმით დაავადებულებს გზავნიან სპეციალიზირებულ დაწესებულებებში გამოსაკვლევად და რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაციის შესაძლებლობის საკითხის გადასაწყვეტად. აორტის რკალის ტოტების ათეროსკლეროზის დროს აღინიშნება თავის ტვინის ან ზედა კიდურების სისხლმომარაგების ქრონიკული უკმარისობის სიმპტომები. შესაძლებელია რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაცია. ჯორჯლის არტერიების ათეროსკლეროზი ვლინდება ორი მთავარი სინდრომით: მუცლის ტკივილითა და არტერიების ტოტების თრომბოზით, ნაწლავის კედლისა და ჯორჯალის ინფარქტით. აღინიშნება მუცელში კოლიკისებური ტკივილები, რომელიც ვითარდება ჭამის შემდეგ, მსუბუქდება ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ; ხშირია ღებინება და ნაწლავების შებერვა; შიმშილის დროს შეტევები წყდება; დიაგნოზი გართულებული და საკმაოდ საპასუხისმგებლოა მწვავე აბდომინური დაავადებების დაგვიანებული გამოცნობის საშიშროებასთან დაკავშირებით.

muclis_aortis_anevrizma-copyთირკმლის არტერიების ათეროსკლეროზი. კლინიკურად ვლინდება თირკმელების ქრონიკული იშემიით (ხშირად რენოვასკულარული არტერიული ჰიპერტენზიით), საბოლოოდ კი არტერიოსკლეროზული ნეფროსკლეროზისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარებით. დიაგნოზის დადგენა ხდება სპეციალიზირებულ მორფოლოგიურ ან ანგიოქირურგიულ დაწესებულებებში; ქირურგიული მკურნალობის შეუძლებლობისას ატარებენ ჰიპოტენზიულ თერაპიას. თირკმლის არტერიების თრომბოზი წარმოადგენს მწვავე სინდრომს უეცარი ტკივილით; ხასიათდება ტკივილით თრომბოზის მხარეზე, თირკმლის მწვავე უკმარისობით (ოლიგოანურია), და როგორც წესი, მაღალი არტერიული ჰიპერტენზიით; დიაგნოსტიკური გამოკვლევა და მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka