სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

რევმატული დაავადებები

რეაქტიული ართრიტები – ინფექციების შემდეგ განვითარებული ართრიტები, რომლებიც განპირობებული არ არიან სახსრის ღრუში ინფექციური აგენტის მოხვედრით. ჩვეულებრივ, რეაქტიულ ართრიტებს აქვთ იმუნოკომპლექსური ხასიათი, ანუ წარმოიქმნებიან გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში იმუნიტეტის დარღვევის შედეგად, მაკროფაგული სისტემის მიერ ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსების უტილიზაციის უკმარისობის გამო. რეაქტიული ართრიტები შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ინფექციის შემდეგ (ბაქტერიული, ვირუსული და სხვ.), დამოუკიდებლად მათი სიმძიმისაგან, მაგრამ ხშირია იერსინიებით გამოწვეული ენტეროკოლიტებისა და საშარდე გზების ქლამიდიებით გამოწვეული ინფექციის შემდეგ. დაზიანებული სახსრების რიცხვი ჩვეულებრივ დიდი არ არის, ართრიტი ხშირად არასიმეტრიულია. ანთება ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურების სახსრებში, განსაკუთრებით ტერფის თითების სახსრებში; ვითარდება პერიარტიკულური შეშუპება, რომელიც ვრცელდება მთელს თითზე, კანის მოლურჯო ან მეწამული-მოლურჯო შეფერილობით. ართრიტებთან ერთად, დამახასიათებელია ენტეზოპათიების განვითარება – მყესების ანთება, განსაკუთრებით ხშირად ქუსლის არეში. ცალკეულ ავადმყოფს შესაძლოა აღენიშნებოდეს ტკივილი ხერხემლის არეში. ბევრ შემთხვევაში რეაქტიული ართრიტი ხანგრძლივი არ არის (რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე), გაივლის თვითნებურად, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა გახანგრძლივდეს და გახდეს ქრონიკული. ზოგჯერ აღინიშნება სახსარგარეთა გამოვლინებები: კანის დაზიანება ფსორიოზისებრი გამონაყარით, პირის ღრუს ლორწოვანის (ეროზიები), გარეთა სასქესო ორგანოების (ბალანოპოსტიტი, ვაგინიტი), თვალების (კონიუნქტივიტი), ასევე გულის (მიოკარდიტი, პერიკარდიტი), პერიფერიული ნერვული სისტემისა (ნევრიტი) და სხვ. დაზიანებებით. ურეთრიტის, კონიუნქტივიტისა და ართრიტის შერწყმისას დიაგნოსტირდება რეიტერის სინდრომი.

მკურნალობა ტარდება ძირითადად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდების სახსარშიგა შეყვანით. მიკრობიოლოგიურად დადასტურებული ინფექციების დროს ნაჩვენებია შესაბამისი ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები. გახანგრძლივებული მიმდინარეობისას ტარდება პლაზმოფერეზი

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1982 times by 1410 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka