სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი (კრაშ-სინდრომი) – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც წარმოიქმნება სხეულის ნაწილების გაჭყლეტის შედეგად (ხშირად კიდურების) ავარიებისა და მიწისძვრების დროს.

პათოგენეზის საფუძველია ქსოვილოვანი დაშლის ტოქსიკური პროდუქტების შეწოვა, რომლებიც წარმოიქმნებიან იშემიურ ქსოვილებში მათი სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად; ვითარდება მძიმე დსშ სინდრომი, რომელიც თირკმლის მილაკებში მიოგლობინის ჩალაგებასთან ერთად იწვევს თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარებას.

სიმპტომები და მიმდინეობა. ზეწოლიდან განთავისუფლების შემდეგ ვითარდება ტრავმული შოკი. უკვე პირველ დღეებში წარმოიქმნება ოლიგო- ან ანურია. ვითარდება ტრავმის ადგილისა და დისტალური უბნების მკვრივი შეშუპება. შეშუპება ხელს უწყობს ქსოვილთა იშემიის პროგრესირებას. ციტოლიზის პროდუქციის რეზორბცია იწვევს ჰიპერკალიემიას. დროულად დაწყებული ინტენსიური მკურნალობით თირკმელების მწვავე უკმარისობა გაივლის 10 – 15 დღის შემდეგ. ამ დროს პროცესს უერთდება სეპტიკური და ჩირქოვანი დაზიანებები.

მკურნალობა. უშუალოდ მომხდარის ადგილზე ტარდება შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები – ვენის პუნქცია და რეოპოლიგლუკინის, ნარკოტიკების შეყვანა. გაჭყლეტილ კიდურს ახვევენ ელასტიკურ ბინტს, რაც ამცირებს სისხლმიმოქცევაში ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრას. ტრანსპორტირების დროს საჭიროა კიდურის იმობილიზაცია. ჰოსპიტალიზაცია სრულდება სასწრაფო წესით. მკურნალობა ტარდება ინტენსიური თერაპიის პალატაში, ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დიურეზის შემცირებისას დღეში 600 მლ-ზე ქვევით, ტარდება ჰემოდიალიზი. ტარდება ასევე ჰიპერბარული ოქსიგენაციის სეანსები დღეში 1-2-ჯერ. დაჭიმული შეშუპებისას, რომელიც აღრმავებს კიდურის შემდგომ იშემიას და იწვევს ნეკროზის კერების მომატებას, ტარდება ფასციოტომიის ოპერაცია; განგრენის განვითარების შემთხვევაში სრულდება ნეკრექტომია ან ამპუტაცია.

პროგნოზი დროულად და სწორად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1321 times by 665 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka