სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

ჰემართროზი - სისხლჩაქცევა სახსრის ღრუში. წარმოიქმნება დაჟეჟვის, ხშირად სახსარშიგა დაზიანებების დროს (სასახსრე ჩანთის, მენისკის გაგლეჯა, ქვეამოვარდნილობები, მოტეხილობები). ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სისხლი ავსებს სახსრის ღრუს, იწვევს ტკივილს; სახსარი მოცულობაში დიდდება, მასში მოძრაობა შეზღუდული და მტკივნეულია. ძვლის ტრავმის გამოსარიცხავად აუცილებელია სახსრის რენტგენოგრაფია.

გართულებები: გადასვლა ქრონიკულ მიმდინარეობაში სინოვიტის განვითარებით; სახსრის შიგთავსის დაინფიცირების დროს შესაძლებელია განვითარდეს ჩირქოვანი ართრიტი.

მკურნალობა. ჰოსპიტალიზაცია და სახსრის იმობილიზაცია, სახსრის პუნქცია ასეპტიკურ პირობებში, მისგან სისხლის ამოღება, დამწოლი ნახვევი მუხლის სახსარზე, უკანა თაბაშირის ლონგეტი 2-3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია.

პროფილაქტიკა: დამცავი საშუალებების გამოყენება ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, ჰოკეის თამაშის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 721 times by 385 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka