სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

სკოლიოზისკოლიოზი – ხერხემლის გვერდითი გამრუდება; შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი (რაქიტი, ზურგის კუნთების დამბლა, ტრავმები).

სიმპტომები, მიმდინარეობა. გამოყოფენ სკოლიოზის სამ ხარისხს: I ხარისხი – უმნიშვნელო გამოსწორებადი გამრუდება; II ხარისხი – დეფორმაცია გამოხატულია, სწორდება გაჭიმვისას; III ხარისხი – ხერხემლის გამოხატული მყარი დეფორმაცია, რომელიც შერწყმულია ნეკნების დეფორმაციასთან და სუნთქვის ფუნქციის შეზღუდვასთან. ხშირია ბავშვებში 1 წლიდან 16 წლამდე ასაკში. სკოლიოზის ხარისხის დასაზუსტებლად აუცილებელია რენტგენოგრაფია მდგარ მდგომარეობაში, მწოლიარე მდგომარეობაში და ფუნქციური ლატეროგრაფია.

მკურნალობა ტარდება ორთოპედის მეთვალყურეობით: პირველი ხარისხისა და მეორე ხარისხის რიგ შემთხვევებში ნაჩვენებია კონსერვატიული მკურნალობა გამოვლინებისთანავე; სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, მაკორეგირებელი პოზები, ცურვა და სხვ. II – III ხარისხის დროს – ოპერაციული მკურნალობა, კორეგირებადი კორსეტები, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.

პროფილაქტიკა: სკოლიოზის ადრეული გამოვლინება, სწორი ჯდომა, სპორტით დაკავება.

სკოლიოზი

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 21533 times by 6209 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka