ლალი დათეშიძე
ტაკაიასუს დაავადება – სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება აორტისა და მისგან გამომავალი ტოტების ანთებით, მათი ნაწილობრივი ან სრული ობლიტერაციის განვითარებით; შესაძლოა დაზიანდეს აორტის სხვა ნაწილებიც.
ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზში წამყვანი ადგილი მიეკუთვნება იმუნურ დარღვევებს, დაზიანებული სისხლძარღვის კედლის ქრონიკული იმუნოკომპლექსური ანთების განვითარებით. ავადდებიან ძირითადად ახალგაზრდა ქალები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაზიანებული სისხლძარღვების ზონაში თანდათანობით მატულობს სისხლის მიმოქცევის მოშლის ნიშნები. ძირითადი სიმპტომია – პულსის არარსებობა ერთ, ან ორივე ხელზე, იშვიათად საძილე, ლავიწქვეშა, საფეთქლის არტერიებზე. ავადმყოფები უჩივიან ტკივილსა და პარესთეზიებს კიდურებში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, სისუსტეს ხელებში, თავბრუსხვევის შეტევებს. ოფთალმოსკოპიით ვლინდება თვალის ფსკერის სისხლძარღვების ცვლილებები (შევიწროება, არტერიულ-ვენური ანასტომოზების წარმოქმნა და სხვ.). ხშირად პროცესში ერთვება კორონარული არტერიები, რაც ვლინდება შესაბამისი სიმპტომატიკით. მუცლის აორტის დაზიანება მიმდინარეობს ვაზორენული ჰიპერტენზიის კლინიკით. დაავადების ზოგადი ნიშნებია – სუბფებრილიტეტი, ასთენიზაცია. ლაბორატორიული მაჩვენებლები ნაკლებად იცვლება. დაავადება ნელა პროგრესირებს, აქვს პერიოდული გამწვავებები და ვლინდება ამა თუ იმ უბნის იშემიის ნიშნებით. დაავადების ადრეულ ეტაპებზე დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს არტერიოგრაფია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1047 times by 544 viewers



