სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

კბილის ამოვარდნა – კბილის იძულებითი გადანაცვლება პერიოდონტის დაზიანებით. ამოვარდნილობა შეიძლება იყოს სრული და არასრული, -როდესაც კბილი კარგავს კავშირს ბუდესთან, ასევე ჩასობილი.

სიმპტომები - ძლიერი ტკივილი, კბილის გადანაცვლება კბილთა რიგიდან, მისი პათოლოგიური მოძრაობა. მოგვიანებით წარმოიქმნება პაროდონტის ანთება და კბილის პულპის ნეკროზი.

მკურნალობა. არასრული ამოვარდნილობის დროს კბილს ჩაასწორებენ ბუდეში და აფიქსირებენ მომიჯნავე კბილებით. პულპის ნერკოზის ნიშნების გაჩენისას ტარდება კბილის გვირგვინის ტრეპანაცია და ენდოდონტური მკურნალობა. სრული ამოვარდნილობის დროს კბილს იღებენ ან ახდენენ რეპლანტაციას. ჩასობილი ამოვარდნილობის დროს საჭიროა დაკვირვება. პროგნოზი არასრული ამოვარდნილობის დროს კეთილსაიმედოა. ჩასობილი ამოვარდნილობის დროს კბილმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიკავოს საკუთარი ადგილი კბილთა რიგში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

__________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

Viewed 779 times by 402 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka