ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
გინგივიტი – ღრძილის ლოროწოვანი გარსის ანთება. შესაძლოა იყოს გენერალიზებული, როდესაც ღრძილი ზიანდება ყველა კბილის მიდამოში ორივე ან ერთ ყბაზე, და ლოკალიზაბული, როდესაც ღრძილი დაზიანებულია

ერთი ან რამდენიმე კბილის მიდამოში. განასხვავებენ კატარულ, ჰიპერტროფიულ, წყლულოვან (წყლულოვან-ნეკროზულ) გინგივიტებს.
გენერალიზებული გინგივიტი
ეტიოლოგია: კბილის ქვა, კბილის რბილი ნადები, თამბაქოს წევა, ქიმიური გამაღიზიანებლები, ფუზოსპირალური ინფექცია.
პათოგენეზი. კატარული გინგივიტი ვითარდება როგორც რეაქცია სხვადასხვა გამაღიზიანებლებზე, ჰიპერტროფიული გინგივიტი უკავშირდება პუბერტულ პერიოდში და ორსულობის დროს განვითარებულ ენდოკრინულ დარღვევებს. წყლულოვანი გინგივიტი განსაკუთრებით ხშირადაა დაკავშირებული ორგანიზმის იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებთან და ღრძილის ქსოვილების ტროფიკის მოშლასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ჰიპოვიტამინოზს, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებას (დიფენინი და სხვ.).
სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე კატარული გინგივიტი ვლინდება ღრძილის ჰიპერემიითა და შეშუპებით, სისხლდენით, ტკივილით, წვით; ქრონიკული – ღრძილის ციანოზით, შეშუპებით, გაფაშრებით; აღინიშნება

მიკრობული ნადები და მკვრივი ჩალაგებები. ჰიპეტროფიული გინგივიტის დროს ღრძილი მკვრივია, ჰიპერტროფიულია და ნაწილობრივ ფარავს კბილის გვირგვინს, უმთავრესად ვესტიბულური მხრიდან. წარმოიქმნება ცრუ პათოლოგიური ჯიბეები, ღრძილქვეშა ქვა. ხშირია კბილების მდებარეობის ანომალიები. რენტგენოგრამაზე კბილთაშუა ძგიდეების ცვლილებები არ ვლინდება. წყლულოვანი გინგივიტის დროს აღინიშნება ღრძილის დვრილების მტკივნეულობა; ღრძილს აქვს ჭუჭყიანი-რუხი, ნეკროზული აპკი, რომელიც ადვილად იხსნება. გაშიშვლებული ზედაპირი მუქი წითელი ფერისაა, სისხლმდენია. აღინიშნება მკვეთრი მტკივნეულობა, ავადმყოფი საჭმელს ვერ ჭამს. პირიდან აღინიშნება ცუდი სუნი, გაძლიერებული ნერწყვდენა. ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია; ტემპერატურა 38-390 C-მდეა. ავადმყოფი მოთენთილია, აღენიშნება თავის ტკივილი. დაწყლულებები ზოგჯერ ვრცელდება პირის ღრუს ლორწოვანზე.
მკურნალობა. გამაღიზიანებელი ფაქტორის ლიკვიდაცია. ქრონიკული კატარული გინგივიტის დროს პირის ღრუს ინჰალაცია ნატრიუმის ბიკარბონატის 2%-იანი ხსნარით და 1%-იანი ნატრიუმის ქლორიდით. ჰიპერტროფიული გინგივიტი საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას (კიურეტაჟი, გინგივექტომია). წყლულოვანი გინგივიტის დროს დაშლილ ქსოვილს ამოკვეთენ, ზედაპირს ამუშავენენ წყალბადის ზეჟანგით. გამოხატული ზოგადი მოვლენების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები.
პროგნოზი. კატარული გინგივიტი მთავრდება 7-10 დღეში, ქრონიკული მოითხოვს გულდასმით მკურნალობას. ჰიპერტროფიული გინგივიტი ხშირად იძლევა რეციდივებს; ავადმყოფები საჭიროებენ ორთოდონტულ მკურნალობას.
პროფილაქტიკა. ადგილობრივი გამაღიაზიანებელი ფაქტორები მოხსნა (ძირითადად კბილის ქვის); პირის ღრუს სისტემატური მოვლა.
ლოკალიზებული გინგივიტი
ეტიოლოგია ღეჭვით, კბილის ჯაგრისით, კბილის საწმენდით მიღებული ტრავმა.
პათოგენეზი უკავშირდება საკვების გაჭედვას კბილებს შორის შუალედებში, კბილთაშუა კონტაქტური პუნქტის დარღვევის დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ლოკალიზებული გინგივიტის დროს ტკივილი ძლიერდება ჭამის დროს. დვრილი ჰიპერემიული, შეშუპებულია. ქრონიკულის დროს – აღინიშნება უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი, რომელიც გაივლის კბილებს შორის გაჭედილი საკვების ამოღების შემდეგ. ღრძილი შეშუპებული, ციანოზურია, შესაძლოა იყოს ატროფიული, დაწყლულებული და სისხლმდენი. კბილებზე აღინიშნება აპროქსიმალური დეფექტები ან არასრულფასოვანი ბჟენები. რენტგენოლოგიურად: კბილთაშუა ძგიდეები შენარჩუნებულია.
მკურნალობა. კბილთაშუა კონტაქტური პუნქტის აღდეგა დაბჟენით ან სხვ. პროგნოზი რაციონალური მკურნალობის დროს კარგია. პროფილაქტიკა – აპროქსიმალური კარიესის რაციონალური მკურნალობა. მკურნალობის გარშე ღრძილში ანთებითი პროცესი პროგრესირებს, ვითარდება ლოკალური პაროდონტიტი.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
__________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 1894 times by 1037 viewers



