ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
სოკოვანი სტომატიტი (კანდიდოზი, რძიანა) – დაავადება, რომელსაც იწვევს სოკო Candida albicans.
პათოგენეზი. დისბაქტერიოზი (ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული), ორგანიზმის წინააღმდეგობის დათრგუნვა, რაც უკავშირდება სხვადასხვა დაავადებებს, კორტიკოსტეროიდებისა და სხვა მედიკამენტების მიღებას. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს ცუდი მოვლა.სიმპტომები: ლორწოვანი გარსი მშრალი, მკვეთრი წითელი ფერისაა, აღინიშნება მოთეთრო წერტილოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ერწყმიან ერთმანეთს. გამოვლენილი თეთრი აპკი შემდეგში პიგმენტირდება; ჩვეულებრივ იგი ადვილად იხსნება, ტოვებს მკვეთრ წითელ ზედაპირს. ბაქტერიოლოგიურად ვლინდება სოკოს მიცელიუმი; ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა, შესაძლო რეციდივებით.
მკურნალობა. შიგნით მისაღებად – ნისტატინი, ლევორინი, ამფოტერიცინი В, ვიტამინი С 1 გ დღეში, ვიტამინები В1, В2, კალიუმის იოდიდი. პირის ღრუს ირიგაცია 2%-იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით, დაზიანების კერებზე – ნატრიუმის ბორატის 10%-იანი ხსნარით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
______________________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 2246 times by 1279 viewers



