სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

ოსტეომიელიტი (ტრავმული) – ძვალში ანთებითი ინფექციური პროცესი, რომელიც წარმოიქმნება მისი ღია მოტეხილობის, ცეცხლნასროლი ჭრილობის ან ძვალთან ახლომდებარე რბილი ქსოვილების დაჩირქების შედეგად. დაავადებას საფუძლად უდევს ძვლის სხვადასხვა სისქის უბნების ნეკროზი, მათი შემდგომი დაჩირქებით, ფისტულის წარმოქმნითა და სეკვესტრის ნელი მოცილებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე მიმდინარეობა (მაღალი ტემპერატურა, სისხლში ლეკოციტოზი, ჭრილობის ტკივილი, მასში ჩირქის გაჩენა) იცვლება ქრონიკულით (ერთი ან რამდენიმე ფისტულა წვრილი სეკვესტრების პერიოდული გამოსვლით, ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე). მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ოსტეომიელიტი შესაძლოა გართულდეს სეფსისით. ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ოსტეომიელიტი რთულდება შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით.

დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზით, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათით, ფისტულების არსებობით. ზოგჯერ საჭირო ხდება ტომოგრაფია.

მკურნალობა ოპერციულია – სეკვესტრული კოლოფის გახსნა, სეკვესტრებისა და შიგთავსის ამოღება. ინიშნება ანტიბიოტიკები, ტარდება ზოგადგამაკაჟებელი მკურნალობა (ვიტამინები, სრულფასოვანი კვება, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.medgeo.net/2011/04/10/osteomieliti/

Viewed 796 times by 459 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka