სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები 

არაქნოიდიტი – თავის ან ზურგის ტვინის ქსელისებრი გარსის სეროზული ანთება. წარმოადგენს ძალზე იშვიათ დაავადებას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზები: მწვავე და ქრონიკული ინფექციები, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება, ქალა – ტვინის ტრამვა, ქრონიკული ინტოქსიკაცია. ქსელისებრი გარსი სქელდება, წარმოიქმნება შეხორცებები, კისტები, ირღვევა ლიკვორის მიმოქცევა.

სიმპტომები. ლოკალური და დიფუზური თავის ტკივილები, გულისრევა. ტვინის ნახევარსფეროების დაზიანების დროს, პროცესში მხედველობითი ნერვების ჩართვის შედეგად, ქვეითდება მხედველობის სიმახვილე, ამოზნექილი ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში აღინიშნება კრუნჩხვითი შეტევები, დამბლები, მგრძნობელობისა და მეტყველების დარღვევა. ცერებრული არაქნოიდიტებიდან პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია ქალას უკანა ღრუს არაქნოიდიტს, რომელიც იძლევა ამ ლოკალიზაციის სიმსივნის იმიტირებას. სპინური ლოკალიზაციის დროს არაქნოიდიტი იმეორებს ზურგის ტვინის კომპრესიის კლინიკას. სისხლის არც კლინიკური ანალიზები და არც ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევა რაიმე სპეციფიკურ ცვლილებებს ვერ ავლენს. დაავადება დიაგნოსტირდება მხოლოდ მიელოგრაფიით.

მკურნალობა. ძირითადად ქირურგიულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1192 times by 611 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka