სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

მენინგიტიმენინგიტი meningitis - ტვინის გარსების ანთება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების გამომწვევია სხვადასხვა ბაქტერიები, ვირუსები, რიკეტსიები, სოკოები. ანთებითი პროცესი ვრცელდება ტვინის რბილ, არაქნოიდულ და მათთან დაკავშირებული პარკუჭთა სისხლძარღვოვან წნულებზე; ირღვევა თავ-ზურგტვინის სითხის შეწოვა და ცირკულაცია, რაც იწვევს ქალაშიდა ჰიპერტენზიის განვითარებას. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერება, ფესვები, ქალას ნერვები, ტვინის სისხლძარღვები. პირველადი მენინგიტები მიმდინარეობენ როგორც დამოუკიდებელი დაავადებები, მეორადი – წარმოადგენს სომატური დაავადების გართულებას. მენინგიტებისათვის დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომი: თავის ტკივილი, ღებინება, კეფის კუნთების რიგიდობა, კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები, ზოგადი ჰიპერესთეზია, მაღალი ტემპერატურა, თავ-ზურგტვინის სითხის ანთებითი ხასიათის ცვლილებები. სიმპტომების გამოხატულება ფართოდ ვარირებს დაავადების წარმოშობისა და ცალკეული სტადიის მიხედვით.

მენინგიტის დიაგნოზი ეყრდნობა კლინიკური სურათისა და თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობის თავისებურებებს, ასევე მისი ბაქტერიოლოგიური და ვირუსულოგიური გამოკვლევის მონაცემებს.

მენინგიზმი - ტვინის გარსების გაღიზიანება ქსელქვეშა სივრცეში ინფექციის შეღწევის გარეშე (თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობა ნორმალურია); ხშირად აღინიშნება ზოგადი დაავადებების პიკის პერიოდში, მიმდინარე ინტოქსიკაციითა და მაღალი ტემპერატურით. თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობის მიხედვით მენინგიტები იყოფიან ჩირქოვან და

19077

სეროზულ მენინგიტებად. ჩირქოვანი მენინგიტები ხასიათდებიან თავ-ზურგტვინის სითხეში ნეიტროფილური პლეოციტოზით, რომელიც აღწევს 500 უჯრედს 1მლ3 -ში. ჩირქოვანი მენინგიტის გამომწვევებია: მენინგოკოკები, პნევმოკოკები, ჰემოფილური ჩხირი, სტრეპტოკოკები, ნაწლავის ჩხირი და სხვ.

მენინგოკოკური მენინგიტი. – იხ. მენინგოკოკური ინფექცია.

პნევოკოკური მენინგიტით ავადდებიან უპირატესად ადრეული ასაკის ბავშვები ან 40 წელს გადაცილებული პირები. ინფექციის წყარო და ხელშემწყობი ფაქტორებია ქრონიკული ოტიტები და სინუსიტები, მასტოიდიტები, ქალას ტრავმები, ალკოჰოლიზმი, იმუნური დარღვევები. ისევე, როგორც მენინგოკოკური მენინგიტის დროს, შესაძლებელია

19069

პროდრომული სიმპტომები ვლინდება ზოგადი დაუძლურებისა და სუბფებრილური ტემპერატურის სახით. კანის მხრივ ცვლილებები (გამონაყარი) დამახასიათებელა არ არის, გარდა herpes labialis. კლინიკური სურათი ტიპიურია მძიმე ბაქტერიოლოგიური მენინგოენცეფალიტისათვის. დამახასიათებელია ცნობიერების ხანმოკლე გამოთიშვები, კრუნჩხვები და ქალას ნერვების დამბლა; საკმაოდ ტიპიურია თავ-ზურგტვინის სითხის მომწვანო ელფერი.

მკურნალობის გარეშე დაავადება ლეტალურად მთავრდება 4-5 დღეში, თუმცა ადკვატური მკურნალობის დროსაც კი ლეტალობა მაღალია (50%).

ტუბერკულოზური მენინგიტი უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება ნელა, ვლინდება თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ უერთდება ღებინება, ადინამია. დაავადების მეორე კვირის დასაწყისში ვლინდება ქალას ნერვების დაზიანება, როგორც წესი, თვალის მამოძრავებელი და (ან) განმზიდავი; მე-2 კვირის ბოლოს წარმოიქმნება მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევები და გონების დაბინდვა. ტუბერკულოზური მენინგიტი შემთხვევათა ნახევარში ვითარდება აქტიური ტუბერკულოზური პროცესის ფონზე, ხშირად ფილტვების ჰემატოგენურ-დისემინირებული ტუბერკულოზიან ავადმყოფებში. ამჟამად დაავადება ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

პროგნოზი. დროულად დაწყებული მკურნალობის დროს, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვის მანძილზე, კეთილსაიმედოა და როგორც წესი დგება სრული გამოჯანმრთელება. დაგვიანებული დიაგნოსტიკის დროს, განსაკუთრებით გონების დაბინდვის, ტვინის კეროვანი დაზიანებისა და ჰიდროცეფალიის დროს გამოსავალი არაკეთილსაიმედოა, გადარჩენილ ავადმყოფთა უმრავლესობაში რჩება რეზიდუალური სიმპტომატიკა.

ვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტები. გამომწვევები: კოკსაკის ვირუსი; სეროზული მენინგიტი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ასევე ნებისმიერი სხვა სახის ნეიროტროპულ ვირუსთან, როდესაც ვირემიის პიკზე პროცესში ერთვება ტვინის გარსები. ეპიდემიური აფეთქების გარეშე ასეპტიკური მენინგიტის კლინიკურ სურათს, როგორც წესი, რაიმე სპეციფიკა არ გააჩნია. დაავადება იწყება მწვავედ, ან ქვემწვავედ: ზომიერად მომატებული ტემპერატურის ფონზე ვლინდება თავის ტკივილი, ღებინება, ზოგადი დაუძლურება, კისრის კუნთების დაჭიმულობა და კერინგის სიმპტომი. ზოგადი ინტოქსიკაციის გამოხატული ნიშნები ჩვეულებრივ არ აღინიშნება; ხშირია ფარინგიტის მოვლენები; სისხლში ცვლილებები არ არის. თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი

19078

ცილის მცირედი მომატებით გლუკოზის ნორმალური შემცველობის დროს. ვირუსული მენინგიტების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მენინგიტს (ან მენინგოენცეფალიტს), რომელიც წარმოიქმნება ეპიდემიური პაროტიტის დროს (შემთხვევათა 0,1%). ნევროლოგიური სინდრომი ვითარდება დაავადების დაწყებიდან 3-6 დღეში. ზოგჯერ პაროტიტული მენინგიტი ღებულობს მძიმე მიმდინარეობას, თავის ტვინის დაზიანებით. ავადმყოფთა უმრავლესობა ასეპტური მენინგიტით, ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას ინფექციურ განყოფილებაში, ენტეროვირუსული ინფექციის მაღალი კონტაგიოზურობის გამო.

პროგნოზი. უმრავლეს შემთხვევაში რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ დგება გამოჯანმრთელება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 5479 times by 2754 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka