სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

ნეიროსიფილისი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ნერვული სისტემის სიფილისური დაზიანების დროს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. მკრთალი ტრეპონემა, რომელიც აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, იწვევს ანთებით ცვლილებებს თავისა და ზურგის ტვინის გარსებსა და სისხლძარღვებში; ზურგის ტვინის ტაბესის დროს დომინირებს დეგენერაციული ცვლილებები ზურგის ტვინის პარენქიმაში. სიფილისის მკურნალობაში პენიცილინის დანერგვის შემდეგ ნეიროსიფილისის ბევრი ფორმა თითქმის სრულიად გაქრა პრაქტიკიდან. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მწვავე სიფილისური მენინგიტი, რომელიც აღინიშნება სიფილისის მეორე სტადიაში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ნერვული სისტემის დაზიანება აღინიშნება უპირატესად სიფილისის მეორე და მესამე პერიოდებში. მეორადი სიფილისის დროს წარმოქმნილ მწვავე სიფილისური მენინგიტს, გარდა

ნეიროსიფლისი

გარსების ანთებისა, შესაძლებელია თან ახლდეს ტვინისა და ქალას ნერვების დაზიანებაც; ცერებრულ-სპინულ სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი, ცილის ზომიერი მომატება და შემთხვევათა ნახევარში – გლუკოზის დონის დაქვეითება. ავადმყოფთა 25%-ში მეორადი სიფილისით, ვლინდება პლეოციტოზი და ცილის მომატება თავ-ზურგტვინის სითხეში, ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე (ასიმპტომური ნეიროსიფილისი). მესამეული სიფილისის დროს (დასნებოვნებიდან 5-10 წის შემდეგ) შესაძლებელია განვითარდეს მენინგურ-ვასკულური სიფილისი, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ნივთიერებისა და სისხლძარღვების ქრონიკული დაზიანების სხვადასხვა ფორმები; თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი, ცილის ზომიერი მომატება, გამა-გლობულინის მატება.

ზურგის ტვინის ტაბესი ამჟამად საკმაოდ იშვიათია. მისი ძირითადი ნიშნებია გამჭოლი ტკივილები, ფეხებზე მყესთა რეფლქსების არარსებობა, ღრმა მგრძნობელობის გამოვარდნა ფეხებში, ატაქტური სიარული და რომბერგის დადებითი სიმპტომი, მენჯისმიერი მოშლილობები და გუგის ანომალიები – ასეთია tabes dorsalis-ს ძირითადი ნიშნები, რომლებიც ვითარდება დასნებოვნებიდან 15-20 წლის შემდეგ. თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნება ზიმიერი ლიმფოციტული პლეოციტოზი, ცილის მცირედი მომატება, გამა-გლობულინის მომატება; რიგ შემთხვევებში სითხის შემადგენლობა ნორმალურია არანამკურნალებ ავადმყოფებშიც კი. ნეიროსიფილისის დიაგნოსტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სეროლოგიურ ტესტებს.

მკურნალობა ტარდება სპეციალური სქემით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1595 times by 806 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka