გასტრიტი

გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის წყლულების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები

1.
სააფთიაქო გვირილას ყვავილები

დიდი კამის ნაყოფები

სამკურნალო ტუხტის ფესვები

შიშველი ძირტკბილას ფესვები

ბაღის პიტნის ფოთლები

10 გრ.

10 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

2 ჩაის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დავასხათ 2 ჭიქით ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ ორი საათი და გავწუროთ.დავლიოთ 1 ჭიქით ჭამის წინ გასტრიტისა და წყლულების დროს.
2.
დიდი კამის ნაყოფები

ბაღის პიტნის ფოთლები

ჭაობის კოთხუჯის ფესურა

სამკურნალო ბარამბოს ფოთლები

25 გრ.

25 გრ.

25 გრ.

25 გრ.

1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, დავაყოვნოთ და გავწუროთ.დავლიოთ დღეში 2-3 ჭიქა თბილი სითხე ყლუპობით, ქრონიკული გასტრიტის დროს.
3.
ბაღის პიტნის ფოთლები

სამკურნალო კატაბალახას ფესვი

სამკურნალო სალბის ფოთლები

სააფთიაქო გვირილას ყვავილები

50 გრ.

20 გრ.

10 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. წამოვადუღოთ, გავაციოთ და გავწუროთ.დავლიოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ ქრონიკული გასტრიტის დროს.
4.
სააფთიაქო გვირილის ყვავილები

სამკურნალო გულყვითელას ყვავილები

დიდი მრავალძარღვას ფოთლები

ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი

სამგანყოფილებიანი ორკბილას ბალახი

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ და გავწუროთ.დავლიოთ 1/2 – 1/3 ჭიქა დღეში 3-5-ჯერ მწვავე გასტრიტის დროს. ამ სითხის მიღებამდე კუჭი უნდა ამოვირეცხოთ სადეზინფექციო ხსნარით.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>