სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

ანორექსია ნევროგენული – ყველაზე უფრო ხშირად წარმოადგენს პუბერტატული პერიოდის გახანგრძლივებული რეაქტიული მდგომარეობის ფორმას. ადრეული ასაკის ბავშვებში ამ დაავადების მიზეზები შესაძლებელია იყოს პოსტჰიპოქსიური ენცეფალოპათია, მუცელშიგა ჰიპოტროფიის ნევროპათიური ფორმა, ძლიერი შიში, არასწორი ან იძულებითი კვება, ბავშვის იზოლაცია და სხვ. ნევროგენური ანორექსია შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევებით, წარმოადგენდეს შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დასაწყისს.
კლინიკური სურათი. პატარა ბავშვებში დამახასიათებელია კვებაზე უარის თქმა, არაიშვიათად ღებინება. უფროსი ასაკის ბავშვები (ხშირად გოგონებში) ასევე უარს ამბობენ საკვების მიღებაზე გახდომის მიზნით, თანდათანობით კრძალავენ ცხიმიან, შემდეგ კი ცილოვანი საკვების მიღებას, გადადიან მცირე რაოდენობის ნახშირწყლებზე: კანფეტები, ნაყინი, ხილი. ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები, ღებინების გამომწვევი და საფაღარათო საშუალებების მიღება საბოლოო ჯამში იწვევს გამოფიტვას, საერთო სისუსტეს, ანემიას, შეკრულობას, გოგონებში ამენორეას. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზსა და კლინიკურ სიმპტომებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ანემიასთან, ამენორეასთან, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობასთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან, ჩვეულ ღებინებასთან.
მკურნალობა. პატარა ბავშვებში აუცილებელია მოიხსნას სტრესის მიზეზი, მოწესრიგდეს კვების რეჟიმი. ზოგჯერ იყენებენ სედატიურ საშუალებებს. აუცილებელია ფსიქიატრის კონსულტაცია. პროგნოზი ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1103 times by 641 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka