სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

მასტოიდიტი მწვავე (acute mastoiditis) – საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის მწვავე ანთება; ხშირად წარმოადგენს შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებას (მეორადი მასტოიდიტი). პირველადი მასტოიდიტი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება დვრილისებრი მორჩის გარეთა მწვავე მასტოიდიტისაფარვლის ტკივილი, შეშუპება და ჰიპერემია, ყურიდან ჩირქდენა. ოტოსკოპიით გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია. აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა, უმადობა. ტემპერატურა მატულობს 38,50 С, ზოგჯერ სუბფებრილურია. მასტოიდიტი შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე დღეში, ზოგჯერ რამდენიმე კვირაში და თვეში.
დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა კონსერვატულია: შუა ოტიტის მკურნალობა. ოპერაცია – ანტრომასტოიდოტომია ნაჩვენებია დვრილისებრ მორჩში გამოხატული დესტრუქციული ცვლილებების დროს; ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა პროცესის გადასვლა ტვინის გარსებზე, სიგმოიდურ სინუსზე ან ლაბირინთზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 763 times by 432 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka