სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ცხვირიდან სისხლდენა (epistaxis) – მიზეზები: ცხვირის ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ცხვირის ღრუში, სიმსივნეები, მწვავე ინფექციური დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული დიათეზები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება დაიწყოს უეცრად, რაიმე ხილული მიზეზების გარეშე. როგორც წესი,  სისხლდენის წყარო მდებარეობს ცხვირის ერთ ნახევარში. იგი შესაძლებელია შეჩერდეს თავისთავად ან გაგრძელდეს დიდხანს. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ნებისმიერი უბნიდან, უფრო ხშირად კი – ცხვირის ძგიდის წინა ქვედა ნაწილიდან.
მკურნალობა. მცირედი სისხლდენის შეწყვეტა შესაძლებელია ცხვირის ძგიდისკენ ცხვირის ფრთაზე თითის დაჭერით. მისი უეფექტობისას გამოიყენება ცხვირის ღრუს ტამპონადა: წყალბადის ზეჟანგში ან ვაზელინიში დასველებული გრძელი დოლბანდი შეჰყავთ ცხვირის ღრუს სიღრმეში. კეფაზე ავადმყოფს ადებენ ყინულიან ბუშტს. ანესთეზიის შემდეგ სისხლმდენი უბანი შესაძლებელია მოიწვას ვერცხლის ნიტრატით და სხვ. თუკი აღწერილი მეთოდებით სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება, ახორციელებენ უკანა ტამპონადას. სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია სისხლის ან სისხლძარღვების დაავადებებით, არაიშვიათად განახლდება ტამპონის ამოღების შემდეგაც. ასეთ დროს აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1581 times by 984 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka