სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლარინგოსპაზმი (laryngospasm) – ხშირია ბავშვთა ადრეულ ასაკში; წარმოიქმნება რაქიტის, სპაზმოფილიის, ჰიდროცეფალიის ან ხელოვნური კვების შედეგად და უკავშირდება ხორხის ნერვულ-კუნთოვანი აპარატის რეფლექტორული აგზნების მომატებას. მოზრდილებში შესაძლოა შედეგი იყოს ხორხის უცხო სხეულით რეფლექტორული გაღიზიანებისა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ბავშვებში – ყიის კრუნჩხვითი ჩაკეტვის პერიოდული შეტევები, რომელიც ვლინდება ხანგრძლივი ხმაურიანი ჩასუნთქვით, ციანოზით, კიდურების ბიძგებით, გუგების შევიწროებით, ზოგჯერ სუნთქვის შეჩერებით, იშვიათად გონების დაკარგვით. შეტევები გრძელდება რამოდენიმე წამს და სუნთქვა აღდგება. მოზრდილებში ლარინგოსპაზმის შეტევა ხანგრძლივი არ არის და ახლავს ძლიერი ხველა, სახის ჰიპერემია, შემდეგში კი ციანოზი.
მკურნალობა. გამომწვევი ფაქტორის მოხსნა. შეტევის დროს აღიზიანებენ ლორწოვან გარსს (ასუნთქებენ ნიშადურის სპირტს) და კანს (სახეზე ცივი წყლის შესხმა, ჩხვლეტა). ინტუბაციას ან ტრაქეოსტომიას იყენებენ ძალიან იშვიათად. შეტევებს შორის პერიოდში ტარდება გამაკაჟებელი მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 961 times by 525 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka