სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

მენიერის დაავადება (Ménière’s disease) – მიზეზები ცნობილი არ არის. ძირითადი პათოლოგიური ფაქტორია ლაბირინთის სითხის (ენდოლიმფა) რაოდენობის გაზრდა და ლაბირითშიგა წნევის მომატება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. იწყება ძლიერი თავბრუსხვევის, გულისრევის, ღებინების შეტევებით, რასაც ახლავს ხმაური ყურებში,  სმენის დაქვეითება (ხშირად ცალ ყურში), ნისტაგმი (ჯანმრთელ მხარეზე) და წონასწორობის დარღვევა; ავადმყოფს არ შეუძლია სიარული, დგომა და ჯდომაც კი. შეტევა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, მეორდება საკმაოდ ხშირად (ყოველ 2-3 დღეში), ზოგჯერ კი იშვიათად (1-2 წლის განმავლობაში 1-ჯერ). შეტევებს შორის პერიოდში დაავადების ნიშნები არ აღინიშნება, გარდა სმენის დაქვეითებისა. განმეორებითი შეტევები იწვევენ სმენის თანდათანობით  დაქვეითებას. დაავადების ხანგრძლივობა სხვადასხვაა, შეიძლება გაგრძელდეს ათეული წლები. ხშირად ავადდებიან ქალები 30 – 50 წლის ასაკში. ზოგჯერ კლინიკური სურათი მკაფიოდ გამოხატული არ არის.
მკურნალობა. შეტევის პერიოდში – წოლითი რეჟიმი, სიმშვიდე, ხმაურის გამორიცხვა. ხშირი შეტევებისა და კონსერვატული თერაპიის არაეფექტურობის დროს მიმართავენ ქირურგიულ ოპერაციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1168 times by 650 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka