სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ცხვირის პოლიპები (nasal polyp) – წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გაღიზიანების შედეგად. ზოგჯერ პოლიპების განვითარების მიზეზი ალერგიაა. პოლიპები არიან მრავლობითი და აქვთ სხვადასხვა ფორმა. ცხვირის პოლიპს, რომელიც ეშვება ცხვირ-ხახაში, უწოდებენ ქოანალურს. ალერგიული პოლიპები მიდრეკილნი არიან რეციდივებისადმი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, ცუდი ძილი, ყურების დაცობა, ყნოსვის დაქვეითება. რინოსკოპიით ვლინდება ფერმკრთალი-მოლურჯო ელფერის სიმსივნური წარმონაქმნი, რომლესაც აქვს ფეხი (უმეტეს შემთხვევაში).
მკურნალობა. როდესაც პოლიპები თან ახლავს დანამატი წიაღების ჩირქოვან ანთებას, მათ ამოკვეთენ. ალერგიული პოლიპოზის დროს ცხვირის ღრუდან პოლიპებს ამოკვეთენ მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ფონზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1044 times by 671 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka